26 წლის უნივერსალი 2009 წლიდან "დორტმუნდში" თამაშობს. ამ სეზონში მან 11-ჯერ მოირგო გუნდის მაისურა.
"კლუბის ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ. მოლაპარაკება იოლად წარიმართა და მალე მივედით შეთანხმებამდე, ძალიან მიხარია, რომ კვლავ ყვითელი მაისურით ვიასპარეზებ", - განაცხადა ბენდერმა, რომელიც "დორტმუნდში" 2021 წლამდე დარჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"