ფრანკ რიბერიმ "ბაიერნის" ფანს მისი რწმენის შეურაცხყოფა არ შეარჩინა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი კლუბის 39 წლის გულშემატკივრისგან ფულად კომპენსაციას მიიღებს, რომელმაც ფეხბურთელს რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ირკვევა, ქომაგმა რიბერი სოციალურ ქსელში შეურაცხყო, სადაც მისი ერთ-ერთი ვაჟი - საიფ ალ-ისლამი მოიხსენია. სახელი ითარგმნება, როგორც "ისლამის მახვილი".

გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გულშემატკივარმა 160 დღის განმავლობაში რიბერის ყოველდღიურად 10 ევრო უნდა გადაუხადოს.

რიბერიმ ისლამი 2006 წელს მიიღო. ფეხბურთელი ალჟირელ ქალზე, ვაიბაზეა დაქორწინებული და ოთხი შვილი, ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თფუუუუ... არა და ხანდახან ვგულშემატკივრობდი. )))
??????
16:05 03-03-2016
0

სიახლეები პოპულარული