"პადერბორნი" მეორე ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა და მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.
თუმცა ეფეს გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ წარუმატებლობები არ არის. შტეფანს ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალი დაატყდა თავს - ჯერ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რადგან ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, მერე კი გაირკვა, რომ მის სამწვრთნელო ლიცენზიას ვადა გაუვიდა, რადგან შტეფანმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ლექციები გააცდინა.
ეფენბერგმა ლიცენზია 2012 წელს აიღო,
"ეს ყველაფერი უბრალოდ ყელში ამომივიდა! ბოლო დროს ჩვენი კლუბის შესახებ მხოლოდ ნეგატიური ამბები იწერებოდა და ეს შტეფანის ბრალი იყო. ხან მთვრალი მართავდა ავტომობილს, ხან რა სკანდალში გაეხვა და ახლა ლიცენზიაც შეუჩერდა. მთავარი მიზეზი კი მაინც ის იყო, რომ გუნდს ვერაფერი უშველა", - ეს პადერბორნის პრეზიდენტის, ვილფრიდ ფინკეს სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"