მარიო გიოტცემ შესაძლოა ევრო 2016-ზე ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ შესაძლოა ევრო 2016 გამოტოვოს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს და მიზეზად ფეხბურთელის არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა მოჰყავს.

გიოტცე ერთი პერიოდი ტრავმის გამო არ თამაშობდა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ სასტარტოში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

გამომდინარე აქედან, ფეხბურთელი მოედანზე 4 ოქტომბრის შემდეგ არ გასულა. მას შემდეგ, რაც გიოტცე გამოჯანმრთელდა, ის თამაშს სათადარიგო სკამიდან ადევნებს თვალს.

სიტუაციის ასეთი განვითარება გიოტცეს ევრო 2016-ზე წასვლას ხელს არ უწყობს. თუ ფეხბურთელი სასურველ ფორმას არ მიაღწევს, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი სხვა კანდიდატურას
განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული