* "ლევერკუზენს" ბუნდესლიგაში "აუგსბურგთან" არ წაუგია - 7 მოგება, 2 ფრე.
* "ჰანოვერს" ბრემენში "ვერდერთან" ბოლო 27 სტუმრობიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (13 წლის წინ) - 8 ფრე, 18 წაგება.
* გრანიტ ჯაკამ "გლადბახის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა.
* კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგში თავისი მე-100 გოლი გაიტანა "ვერდერის" მაისურით (181 მატჩში). იგი ახლა ერთი ბურთით ჩამორჩება "ბრემენელი მუსიკოსების" სუკეთესო ბომბარდირს, მარკო ბოდეს.
* "შტუტგარტის" გრეგორ ნიდერმაიერმა კარიერაში პირველად შეასრულა
* ჯა-ჩეოლ კოო გახდა "აუგსბურგის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "აუგსბურგის" მაისურით ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა. კორეელის 3 გოლი მის გუნდს არ ეყო და 3:0-ის მიუხედავად, "ლევერკუზენმა" მოახერხა და ანგარიში 3:3 გახადა. ეს, თავის მხრივ, ლევერკუზენელების პირველი ქულა იყო, რომელიც მათ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შედეგად მოიპოვეს.
* ფილიპ ლამმა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა.
* 2011/12 წლების სეზონის მერე "ბაიერნმა" პირველად ვერ შეძლო ბუნდესლიგის მიყოლებით 4 ტურში მატჩების პირველ ტაიმში გოლის გატანა.
* დორტმუნდელებს 6 თამაშია, არ წაუგიათ იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ტაიმი ფრედ მთავრდებოდა - 5 მოგება, 1 ფრე.
* 2007 წლის მერე, ანუ 25 მატჩის მერე, "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" 0:0 ითამაშეს.
* "ბაიერნმა" ამ სეზონში უკვე მესამედ ითამაშა 0:0. ეს ერთით მეტი უგოლო ფრეა, ვიდრე წინა სამ სეზონში ერთად.
* "დარმშტადტს" სტუმრად ჩატარებული 13 მატჩიდან არც ერთში არ წაუგია პირველ ტაიმში.
* "ჰანოვერს" უკვე 57 ტურია, გერმანიის ჩემპიონატში 0:0 არ უთამაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"