"ჩემი გუნდი "ბაიერნია" - ფრანკ რიბერისთვის ჩინეთი უინტერესოა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის თქმით, მას გერმანელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

"რუმენიგეს და ხენესს კონტრაქტთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრე - 2 წლით გახანგრძლივება მსურს. აქ ყველაფერი მომწონს, ჩემი ოჯახიც მიუნხენში ცხოვრებით კმაყოფილია.

ფულის შოვნა რომ მდომებოდა, ჩინეთში წავიდოდი, საიდანაც უკვე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემთვის ეს უინტერესოა. "ბაიერნისთვის" თამაში მსურს, მასთან ერთად ტიტულების მოგება, ეს ჩემი გუნდია", - განაცხადა ფრანგმა.

რიბერის მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ რიბო, კაი კაცი ხარ ღიბეღი
0

სიახლეები პოპულარული