ბუნდესლიგა. XXVI ტური: "ბაიერნმა" გერმანული კლასიკა დიდი ანგარიშით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მარტს გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

გერმანული ფეხბურთის კლასიკა ფაქტობრივად, ცალკარა გამოდგა - მიუნხენის "ბაიერნმა" ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა ბრემენის "ვერდერს" - 5:0 და "დორტმუნდთან" უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდში დუბლები შეასრულეს ტიაგო ალკანტარამ და თომას მიულერმა. ერთი გოლიც რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა.

ტურში მოულოდნელი იყო "ვოლფსბურგის" მარცხი "ჰოფენჰაიმთან" - 0:1. ის კი არა, კევინ ფოლანდს პენალტი რომ გაეტანა, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა.

ნიკო კოვაჩის დებიუტი "აინტრახტის" თავკაცის პოსტზე მარცხიანი გამოდგა - "აინტრახტი" ულაპარაკოდ დაამარცხა მიონხენგლადბახის
"ბორუსიამ" - 3:0.

გლადბახი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 შტინდლი (36), 2:0 რაფაელი (53), 3:0 დაუდი (79)

ჰანოვერი-კიოლნი 0:2
გოლები: 0:1 ბიტენკური (43), 0:2 ბიტენკური (61)

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კრამარიჩი (3)
შენიშვნა: ფოლანდმა ვერ გაიტანა პენალტი (57)

ინგოლშტადტი-შტუტგარტი 3:3
გოლები: 1:0 ჰარტმანი (4), 1:1 კოსტიჩი (9), 2:1 ლეცკი (56), 3:1 ლესკანო (61), 3:2 რუპი (79), 3:3 დიდავი (84-პენ)

დარმშტადტი-აუგსბურგი 2:2
გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (12), 2:0 ვაგნერი (40), 2:1 ფოილნერი (63), 2:2 ფინბოგასონი (90-პენ)

ბაიერნი-ვერდერი 5:0
გოლები: 1:0 ტ. ალკანტარა (9), 2:0 მიულერი (31), 3:0 მიულერი (65), 4:0 ლევანდოვსკი (86), 5:0 ტ. ალკანტარა (90)

11 მარტი
ჰერტა-შალკე 2:0

13 მარტი
ლევერკუზენი-ჰამბურგი 18:30
დორტმუნდი-მაინცი 20:30

1. ბაიერნი - 66 ქულა; 2. დორტმუნდი - 58; 3. ჰერტა - 45; 4. გლადბახი - 42; 5. შალკე - 41.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული