* "ინგოლშტადტმა" "შტუტგარტისგან" 3 გოლი კი გაუშვა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ცოტა ბურთი ბუნდესლიგაში აღზევებულ გუნდს აქამდე არ ჰქონია გაშვებული.
* ტიაგო ალკანტარას ბუნდესლიგაში 748 დღის განმავლობაში არ გაეტანა გოლი.
* "გლადბახს" ბუნდესლიგაში "ბორუსია პარკზე" ბოლო 13 მატჩიდან 11 მოგებული აქვს (1 ფრე, 1 წაგება).
* "შტუტგარტმა" 2016 წელს ჩატარებულ 9 მატჩში იმაზე მეტი (17) ქულა აიღო, ვიდრე პირველ 17 ტურში (15 ქულა).
* "ჰოფენჰაიმს" მატჩების პირველ
* "შტუტგარტის" ფილიპ კოსტიჩმა ახალი მწვრთნელის, კრამნის ხელმძღვანელობით, 12 ბუნდესლიგური მატჩი ჩაატარა და 9 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი, 4 პასი.
* "გლადბახმა" ამ სეზონში მე-10 საშინაო გამარჯვება მოიპოვა (1 ფრე, 3 წაგება), ათივე შემთხვევაში გლადბახელებმა ანგარიში გახსნეს.
* 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მხოლოდ გარეთ ბეილს აქვს იმაზე მეტი (7) გოლი თავით გატანილი, ვიდრე "დარმშტადტის" სანდრო ვაგნერს (6).
* "ჰანოვერს" საშინაო შეხვედრებში 411 წუთია, გოლი არ გაუტანია და ეს გუნდის ყველაზე ცუდი სერიაა ბუნდესლიგაში.
* მიმდინარე სეზონში "ჰანოვერმა" საწყისი 13 საშინაო თამაშიდან 11 წააგო და ეს ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდია. ბერლინის "ტასმანიამაც" კი 1965/66 წლების სეზონში "მხოლოდ" 10 წააგო.
* 160-დღიანი პაუზის მერე მარიო გიოტცე ბუნდესლიგას დაუბრუნდა. მან ჩემპიონატში თავისი 150-ე მატჩი ჩაატარა.
* ბუნდესლიგაში "ბაიერნს" "ვერდერი" მიყოლებით 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული. მიუნხენელებმა ამ 10 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 6 გაუშვეს.
* თომას მიულერმა "ბაიერნის" მაისურით თავისი 26-ე გოლი გაიტანა ამ სეზონში და 2013/14 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა.
* რობერტ ლევანდოვსკის 26 ტურის მერე 24 გოლი აქვს გატანილი. უკანასკნელი, ვინც ეს მოახერხა, აილტონია, რომელმაც მსგავსი რამ 2003/04 წლების სეზონში შეძლო.
* "მაინცის" კარში ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი მარკო როისს გააქვს. მან ეს კლუბი უკვე მეათედ დაამწუხრა.
* 26 ტურის მერე "დორტმუნდს" 61 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ბორუსიელებს ამ ეტაპისთვის უფრო მეტი ბურთი შეგდებული, კერძოდ კი - 66. ეს 1963/64 წლების სეზონში მოხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"