ბუნდესლიგა. XXVI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ალკანტარამ სერია დუბლით დაასველა

AutoSharing Option
* ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმისა" და "ვოლფსბურგის" ურთიერთშეხვედრებში საშუალოდ ყველაზე მეტი გოლი გადის - 4,1.

* "ინგოლშტადტმა" "შტუტგარტისგან" 3 გოლი კი გაუშვა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ცოტა ბურთი ბუნდესლიგაში აღზევებულ გუნდს აქამდე არ ჰქონია გაშვებული.

* ტიაგო ალკანტარას ბუნდესლიგაში 748 დღის განმავლობაში არ გაეტანა გოლი.

* "გლადბახს" ბუნდესლიგაში "ბორუსია პარკზე" ბოლო 13 მატჩიდან 11 მოგებული აქვს (1 ფრე, 1 წაგება).

* "შტუტგარტმა" 2016 წელს ჩატარებულ 9 მატჩში იმაზე მეტი (17) ქულა აიღო, ვიდრე პირველ 17 ტურში (15 ქულა).

* "ჰოფენჰაიმს" მატჩების პირველ
15 წუთში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "ვოლფსბურგს" - 6. ეს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ მათ ურთიერთშეხვედრაში სწრაფი გოლი გავიდა.

* "შტუტგარტის" ფილიპ კოსტიჩმა ახალი მწვრთნელის, კრამნის ხელმძღვანელობით, 12 ბუნდესლიგური მატჩი ჩაატარა და 9 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი, 4 პასი.

* "გლადბახმა" ამ სეზონში მე-10 საშინაო გამარჯვება მოიპოვა (1 ფრე, 3 წაგება), ათივე შემთხვევაში გლადბახელებმა ანგარიში გახსნეს.

* 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მხოლოდ გარეთ ბეილს აქვს იმაზე მეტი (7) გოლი თავით გატანილი, ვიდრე "დარმშტადტის" სანდრო ვაგნერს (6).

* "ჰანოვერს" საშინაო შეხვედრებში 411 წუთია, გოლი არ გაუტანია და ეს გუნდის ყველაზე ცუდი სერიაა ბუნდესლიგაში.

* მიმდინარე სეზონში "ჰანოვერმა" საწყისი 13 საშინაო თამაშიდან 11 წააგო და ეს ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდია. ბერლინის "ტასმანიამაც" კი 1965/66 წლების სეზონში "მხოლოდ" 10 წააგო.

* 160-დღიანი პაუზის მერე მარიო გიოტცე ბუნდესლიგას დაუბრუნდა. მან ჩემპიონატში თავისი 150-ე მატჩი ჩაატარა.

* ბუნდესლიგაში "ბაიერნს" "ვერდერი" მიყოლებით 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული. მიუნხენელებმა ამ 10 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 6 გაუშვეს.

* თომას მიულერმა "ბაიერნის" მაისურით თავისი 26-ე გოლი გაიტანა ამ სეზონში და 2013/14 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა.

* რობერტ ლევანდოვსკის 26 ტურის მერე 24 გოლი აქვს გატანილი. უკანასკნელი, ვინც ეს მოახერხა, აილტონია, რომელმაც მსგავსი რამ 2003/04 წლების სეზონში შეძლო.

* "მაინცის" კარში ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი მარკო როისს გააქვს. მან ეს კლუბი უკვე მეათედ დაამწუხრა.

* 26 ტურის მერე "დორტმუნდს" 61 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ბორუსიელებს ამ ეტაპისთვის უფრო მეტი ბურთი შეგდებული, კერძოდ კი - 66. ეს 1963/64 წლების სეზონში მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული