ტური დღეს "ჰანოვერის" ახალი მწვრთნელის, დანიელ შტენდელის დებიუტით იწყება, რომელსაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ბერლინში ჩაჰყავს. ხვალ, შაბათს, "აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" ჯახის სახით კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის - ისევე, როგორც "ვერდერისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირება.
ბერლინის "ჰერტა" სეზონის აღმოჩენაა, სენსაციურად ასპარეზობს და ყველასათვის მოულოდნელად, სეზონის მიწურულს მესამე ადგილზეა, მაგრამ წინა ტურში დედაქალაქელებმა "გლადბახისგან" უმწარესი ალიყური მიიღეს
საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ბერლინელები ასეთი მარცხის შემდეგ - მართალია, "ჰანოვერის" სახით სუსტი მეტოქე ჰყავთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "წითლებს" კიდევ ერთხელ შეეცვალათ დამრიგებელი.
თომას შააფი, რომელიც ასევე ახალი დანიშნული იყო, მალევე დაითხოვეს, რადგან გუნდს მცირე პროგრესიც კი ვერ დაატყო და მის ნაცვლად დანიელ შტენდელი დანიშნეს, რომელიც აქამდე "ჰანოვერის" 19-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა.
ითქვა ისიც, რომ ეს უკანასკნელი "ჰანოვერს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს და თუ გუნდის გადარჩენას მოახერხებს, ხომ კარგი, თუ არა და, სავარაუდოდ, მეორე ბუნდესლიგაშიც ჩაჰყვება.
თუმცა "წითლების" გადარჩენა სასწაულის სფეროა - "ჰანოვერი" მე-17 ადგილზე მყოფ "აინტრახტს" 10 ქულით ჩამორჩება, სეზონის ფინიშამდე კი მხოლოდ 6 თამაშიღაა დარჩენილი.
სწორედ გადარჩენისთვის ბრძოლაა შაბათის მატჩი "აინტრახტსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის. ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება. თავისი შინაარსით ასეთივე შეხვედრაა "ვერდერისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირებაც. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და წაგება არცერთისთვის არ შეიძლება.
"ბაიერნი" შტუტგარტში
"შტუტგარტი" გასავრდნ ზონას 6 ქულით უსწრებს, რაც შვაბებს ჯერჯერობით მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს, მაგრამ ეს არ არის ისეთი უპირატესობა, რომ შტუტგარტელებმა თავი სამშვიდობოს ჩათვალონ. თანაც, ამ ტურში შვაბები თვით მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობენ - ბავარიულ გრანდთან კი ზედიზედ 11 შეხვედრა აქვთ წაგებული!
აქედან, ბოლო 4 შეხვედრაში "შტუტგარტმა" რეკორდმაისტერს ერთი გოლიც კი ვერ გაუტანა. "ბაიერნი" კი შტუტგარტიდან, რა თქმა უნდა, სამი ქულის წაღებას გეგმავს.
დიდი ომი გელზენკირხენში
"შალკეს" და "დორტმუნდის" დუელი ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში უდიდესი მოვლენაა, ახლა კი განსაკუთრებით, რადგან გელზენკირხენულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა, დორტმუნდელებს კი ჯერ კიდევ აქვთ ჩემპიონობის შანსი. ცხადია, "შალკეს" გულშემატკივრები იმაზე ოცნებობენ, რომ მოსისხლე მტერს ეს შანსი საკუთარ მოედანზე მოუსპონ. გელზენკირხენელები იმის გამოც არიან გამწარებულები, რომ "დორტმუნდი" "შალკეს" 23 ქულით უსწრებს - ამაზე დიდი სხვაობა კი, მას მერე, რაც 3-ქულიანი სისტემა დაინერგა, მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც 2010/2011 წლების სეზონში (25 ქულა).
დორტმუნდელები არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებენ - "ბორუსიას" 28 ტურის შემდეგ 67 ქულა აქამდე არასდროს ჰქონია. თომას ტუხელის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს (9 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება).
პარასკევი. 8 აპრილი
ჰერტა-ჰანოვერი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრუქსი, ალაგუი, კურტი - ალბორნოსი, ანდრეასენი, კლაუსი, იამაგუჩი, ბენშოპი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 მატჩი: +16=13-10 (58-48)
შაბათი. 9 აპრილი
ჰამბურგი-დარმშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დრმიჩი, ოლიჩი - როზენტალი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=5-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +3=2-0 (13-6)
შტუტგარტი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გროსკროიტცი, სერეი დიე, გინჩეკი - ბადშტუბერი, ბენატია, ბოატენგი, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 მატჩი: +17=20-60 (109-197)
ვერდერი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჯილობოჯი - ფოილნერი, კოო
ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე, ფრიტცი, იოჰანსონი, პისარო - კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, მორავეკი, ჟი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +3=2-4 (12-16)
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, მაიერი, მედოიევიჩი - შვეგლერი, ჰერდლინგი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +3=4-6 (16-18)
ინგოლშტადტი-გლადბახი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ორტაგი, დანილო - ალვარო დომინგესი, ნ. შულცი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (0-0)
ვოლფსბურგი-მაინცი 20:30
დისკვალიფიკაცია: დრაქსლერი
ტრავმა: იუნგი, ბენდტნერი - სერდარი, სოტო, ბერგრეენი, მუტო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +8=5-6 (31-31)
კვირა. 10 აპრილი
შალკე-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, გორეტცკა, ჰიოგერი - სუბოტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 მატჩი: +30=25-32 (123-136)
კიოლნი-ლევერკუზენი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოიჩი - ბიონიში, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, თოფრაქი, კამპლი, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 მატჩი: +14=22-21 (77-88)
ბომბარდირები: 25 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - მიულერი (ბაიერნი); 15 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 13 - კალუ (ჰერტა), რაფაელი (გლადბახი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"