ბუნდესლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: მომავალი "დორტმუნდისაა"

AutoSharing Option
* "დორტმუნდის" იულიან პულიშიჩმა თავისი სადებიუტო ბუნდესლიგური გოლი 17 წლის და 212 დღის ასაკში გაიტანა. ამ მხრივ, იგი მესამე ადგილზე აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ხუთეულში ბორუსიელთა სამი ფეხბურთელია, მათ შორის, ლიდერი ნური შაჰინი, რომლიც 17 წლისა და 81 დღის გახლდათ. მეორეზე მაშინ "შალკეში" მოთამაშე იულიან დრაქსლერია (17 წლის და 192 დღის), მესამეზე ტიმო ვერნერი (17 წლის და 196 დღის), მერე პულიშიჩი და მეოთხეზე "ბორუსიის" ყოფილი და ბოლომდე ამოუბრწყინებელი ვარსკვლავი ლარს რიკენი (17 წლის და 241 დღის).

* პულიშიჩის გარდა, "დორტმუნდის" ძირითადში
დაიწყო 17 წლის ფელიქს პასლაკმაც, რომელსაც ასევე მშვენიერი სრულფასოვანი დებიუტი გამოუვიდა.

* თომას ტუხელმა ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში მე-200 მატჩი ჩაატარა.

* მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგაში თავის 313 შეხვედრაში მე-200 გამარჯვება იზეიმა. მხოლოდ ბასტიან შვაინშტაიგერს დასჭირდა უფრო ნაკლები მატჩი (311), რომ 200-მოგებიან ნიშნულამდე მიეღწია.

* დავიდ ალაბა გახდა "ბაიერნის" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (23,8 წელი), რომელმაც ბუნდესლიგაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

* რობერტ ლევანდოვსკის ახლა 27 გოლი აქვს 30 ტურის მერე. უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც მსგავსი რამ მოახერხა, დიტერ მიულერია, რომელსაც 1976/77 წლების სეზონში ასეთი მაჩვენებელი "კიოლნის" მაისურით ჰქონდა.

* "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მატჩის მერე ჩატარებული 9-ვე ბუნდესლიგური თამაში აქვს მოგებული მიმდინარე სეზონში, საერთო ბურთების სხვაობით - 26:2.

* სანდრო ვაგნერმა ბოლო 14 მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა - 10 თავად გაიტანა, 4-იც თავისიანებს გაატანინა.

* საინტერესოა, რომ "აუგსბურგს" არასოდეს წაუგია საშინაო ბუნდესლიგური შეხვედრა, რომლის პირველ ტაიმსაც იგებდა - 19 მოგება, 3 ფრე. ასე რომ, გასაკვირი არ არის, აუგსბურგელებმა გასულ უიქენდზე "შტუტგარტთან" მოგებული ტაიმი ბოლომდე რომ მიიყვანეს სასურველ შედეგამდე და იმარჯვეს (1:0).

* კლაუდიო პისარომ ისევ გაიტანა და ბუნდესლიგაში "ვერდერდის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ბრემენელი მუსიკოსების" მაისურით მას გერმანიის ჩემპიონატში 183 მატჩი აქვს ჩტაარებული და 102 გოლი გატანილი. პისარომ მარკო ბოდეს გადაასწრო (379 მატჩში 101 გოლი). მესამეზე რუდი ფიოლერია (137 - 97), მეოთხეზე ფრანკ ნაუბარტი (317 - 97), მეხუთეზე კი აილტონი (169 - 88).

* ბერნდ ლენოს უკვე 574 წუთია, გოლი არ გაუშვია (ყველა ტურნირზე), რითაც მან "ლევერკუზენის" იქამდელი რეკორდი (506 წუთი) გააუმჯობესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული