"დორტმუნდის" ფანები ჰუმელსს: ძვირფასო მატს, გთხოვთ, გააკეთე ეს!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" გულშემატკივრებს გუნდის კაპიტნის, მატს ჰუმელსის შენარჩუნება სურთ.

გაერთიანება Black Forest 09-მ დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ჰუმელსის "ბორუსიაში" დარჩენის დარწმუნებაა.

"ჩვენი სურვილია, რომ ჰუმელსმა ჩვენს გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ძვირფასო მატს, გააკეთე ეს, ძალიან გთხოვთ.

მხოლოდ აქ, ჩვენთან შეგიძლია ლეგენდად იქცე. კლუბს, გულშემატკივარს, სტადიონს - ყველას უყვარხარ!”, - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰუმელსი, შესაძლოა, მიუნხენის ”ბაიერნში” გადაბარგდეს. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ჰუმელსთან სეზონის ბოლოს იწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული