მიუნხენის "ბაიერნმა" მატს ჰუმელსის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი მატს ჰუმელსი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მშობლიურ კლუბ მიუნხენის "ბაიერნს" დაუბრუნდეს.

როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, მიუნხენელებმა ფეხბურთელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და მის სანაცვლოდ ბორუსიელებს 30 მილიონ ევროს სთავაზობენ. ფეხბურთელის მამის განცხადებით კი, რომელიც ასევე ჰუმელსის აგენტია, მისი შვილის "ბაიერნში" გადასვლა ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა რომელიმე კლუბში.

ჰუმელსით ასევე ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 46 შეხვედრაში მატსის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული