შედგება თუ არა აღნიშნული ტრანსფერი დამოკიდებულია თანხაზე, რომელსაც გერმანიის ჩემპიონები ჰუმელსის სანაცვლოდ გადაიხდიან. როგორც ოფიციალური საიტი იტყობინება, ჰუმელსის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არაა მითითებული, ამიტომაც ხელმძღვანელობა მაქსიმალურად სასარგებლო შემოთავაზების მიღებას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელ მცველს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტი 1 წელიწადში ეწურება.