მატს ჰუმელსმა ხელმძღვანელობას მისი "ბაიერნში" გაშვება სთხოვა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ოფიციალურმა საიტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც გუნდის კაპიტანმა მატს ჰუმელსმა და მისმა აგენტმა ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება მიუნხენის "ბაიერნში" სთხოვეს.

შედგება თუ არა აღნიშნული ტრანსფერი დამოკიდებულია თანხაზე, რომელსაც გერმანიის ჩემპიონები ჰუმელსის სანაცვლოდ გადაიხდიან. როგორც ოფიციალური საიტი იტყობინება, ჰუმელსის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არაა მითითებული, ამიტომაც ხელმძღვანელობა მაქსიმალურად სასარგებლო შემოთავაზების მიღებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ მცველს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტი 1 წელიწადში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული