ტურის ფაქტები
* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და 25 გოლით "დორტმუნდის" რეკორდი დაამყარა - ის გახდა ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი არაგერმანელი (გაუსწრო რობერტ ლევანდოვსკის). * "დორტმუნდს" 32 ტურის მერე არასოდეს ჰქონია 77 ქულა, 14 საშინაო გამარჯვებაც კლუბის რეკორდია.
* თომას მიულერმა მე-20 გოლი გაიტანა, "ბაიერნს" ახლა უკვე ორი ფეხბურთელი ჰყავს 20 და მეტი გოლის გამტანი ამ სეზონში. ეს კი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა.
* "გლადბახს" ბოლო 4 თამაშია, არ წაუგია. ასეთი სერია გუნდს სახელოვანი 70-იანი წლების მერე არ ჰქონია.
* კლაას-იან ჰუნტელაარმა მე-10 გოლი გაიტანა, რაც ბოლო 6 სეზონში ჰოლანდიელმა მეოთხედ მოახერხა.
* "აუგსბურგმა" ზედიზედ მესამედ არ გაუშვა, "მშრალი სერია", რომელიც კლუბის რეკორდია, 317 წუთი გრძელდება.
* "ლევერკუზენმა" ბოლო 7 ტურში იმარჯვა.
მართლა გადადეს
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მართლაც შეძლო "ბაიერნის" ჩემპიონობის გადადება. ჩემპიონთა ლიგის საგზური "ბაიერნთან" და "დორტმუნდთან" ერთად მხოლოდ "ლევერკუზენს" აქვს განაღდებული, მეოთხე ბედნიერის ვინაობა კი კვლავ უცნობია. რაც შეეხება გადარჩენისთვის ბრძოლას: "ჰანოვერის" გარდა ჯერ კიდევ არავინ გავარდნილა.პრინციპში, სულ ეს იყო, რაც ბუნდესლიგის 32-ე ტურის შემდეგ შეიძლება ითქვას და ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 ტურში ერთობ საინტერესო ამბები გველის. მანამდე კი, სრულიად საფეხბურთო გერმანიისთვის მთავარი თემა მატს ჰუმელსის ფაქტობრივად გადაწყვეტილი ტრანსფერია.
ხუთშაბათის შემდეგ ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ "დორტმუნდის" 28 წლის კაპიტანმა კლუბის ხელმძღვანელებს "ბაიერნში" გაშვება სთხოვა. ეს ამბავი "ბორუსიას" გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, გულზე მოხვდათ. ბოლო წლებში "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" არაერთი სუპერვარსკვლავი გადავიდა (გიოტცე, ლევანდოვსკი), მაგრამ ჰუმელსის სურვილმა "ბორუსიას" ქომაგებს განსაკუთრებით ატკინა გული, რადგან მატსი "დორტმუნდის" კაპიტანია.
ამიტომაც გადმოფინეს დორტმუნდელებმა "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში დიდი ბანერი წარწერით: "როცა კაპიტანი გემიდან პირველი გარბის, მაშინ ჯობია, ახლავე გაიქცეს!" ფანებმა ჰუმელსს უსტვინეს კიდეც.
"დორტმუნდის" შეფი ჰანს-იოახიმ ვატცკე კი ამბობს, რომ ის არ შეუშლის ხელს ჰუმელსს, რადგან თუ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა უნდა, ვინც არ უნდა იყოს ის, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. მაგრამ "ბორუსიის" შეფი იქვე დასძენს, რომ კომპრომისზე წასვლასაც არ აპირებს და "ბაიერნთან" უმკაცრეს მოლაპარაკებებს იწყებს.
"მიუნხენელებთან ორი პირობა მაქვს. პირველი: ჰუმელსის სატრანსფერო ღირებულება ვაჭრობას არ ექვემდებარება! მეორე: გიოტცეს "დორტმუნდში" შესაძლო დაბრუნება ამ ტრანსფერთან ერთად არ უნდა განვიხილოთ. უფრო დაწვრილებით რომ ავხსნა, ჩვენ უკვე დავუსახელეთ მიუნხენელებს თანხა, რომელსაც ერთ ცენტსაც არ დავაკლებთ. ამ თანხას ან სრულად გადაიხდიან, ანაც ტრანსფერი არ შედგება", - აცხადებს ვატცკე.
მაინც რამდენი მოითხოვეს დორტმუნდელებმა თავიანთი კაპიტნის სანაცვლოდ? ოფიციალურად არაფერი თქმულა, "ბილდის" ინფორმაციით კი, "დორტმუნდი" "ბაიერნისგან" 38 მილიონ ევროს ითხოვს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჰუმელსის ტრანსფერი გერმანიის თასის ფინალამდე, ანუ 21 მაისამდე გადაწყდება, რადგან ამ ტრანსფერის გაწელვა არც ერთი გუნდის ინტერესებში არ შედის.
"ჰერტა" მიწაზე დაენარცხა!
ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე მეოცნებე ბერლინელებს მძიმე დრო დაუდგათ: "ჰერტამ" ზედიზედ მესამე მატჩიც წააგო და ერთ დროს მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ახლა უკვე საუკეთესო ოთხეულშიც აღარ არის. ზოგადად, აპრილში ბერლინელებმა ექვსიდან ხუთი მატჩი წააგეს და თუ მარტის მიწურულს მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ, ახლა პალ დარდაის გუნდი მიწაზეა დანარცხებული. მართალია, სეზონის დასაწყისში ბერლინში არავინ იტყოდა უარს იმაზე, რომ 32-ე ტურის შემდეგ "ჰერტა" მეხუთე პოზიციაზე ყოფილიყო, მაგრამ რაკი ბერლინელებს სულაც მესამე ადგილზე გასვლა შეეძლოთ, ახლა მეხუთე ადგილიც ჯოჯოხეთად ექცათ.
და თუ დარჩენილ ორ ტურში წარმატებებს ვერ მიაღწევენ, შეიძლება სულაც მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდნენ და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდნენ. მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი კი ვეღარ იძლევა იმის გარანტიას, რომ "ჰერტა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ბერლინელებისთვის შედარებით უკეთესი, მაგრამ მაინც ცუდი ვარიანტი იქნებოდა ის, რომ მე-5 ან მე-6 ადგილი დაიკავონ, რაც იმით მაინცაა კარგი, რომ პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და 2.4 მილიონი ევროს აღებაც გარანტირებული ექნებათ.
თუმცა ბერლინელები მაინც აგრძელებენ ოცნებას ჩემპიონთა ლიგის საგზურზე და იმ 12 მილიონ ევროზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი გუნდებისთვისაა განკუთვნილი - ამისათვის კი მეოთხე ადგილის დაბრუნებაა საჭირო.
თუმცა ბერლინელთა ბედი უკვე აღარაა მათ ხელში - მართალია, "ჰერტას" იმდენივე ქულა აქვს (49), რამდენიც "გლადბახს", მაგრამ ეს უკანასკნელი ბურთების შეფარდებით მნიშვნელოვნად ჯობნის. ასე რომ, ბერლინელებმა ორივე თამაშიც რომ მოიგონ, "გლადბახის" წაფორხილებიც იმედიც უნდა ჰქონდეთ.
XXXII ტური
29 აპრილი
აუგსბურგი-კიოლნი 0:0
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ფოილნერი, გუველეუვი, კლავანი, მაქსი - ბაიერი, კორი - კოო, ჰალილ ალთინთოფი (83. ჟი), ვერნერი (65. ბობადილია) - ფინბოგასონი.
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - სიორენსენი, მარო, ჰაინტცი, მლადენოვიჩი - მ. ლემანი, ჰექტორი - რისსე (90. ოლკოვსკი), ოსაკო (46. იოიჩი), გერჰარდტი - მოდესტე.
გაძევება: მ. ლემანი (56. კიოლნი)
გაფრთხილება: კოო, ჰალილ ალთინთოფი, კორი - იოიჩი, მარო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(1)-8(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 30 144
30 აპრილი
ბაიერნი-გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 თ. მიულერი (6), 1:1 ჰანი (72)
ბაიერნი (3-4-3): ნოიერი - ბენატია, ბოატენგი (68. ალაბა), ტასკი (77. დუგლას კოშტა) - რაფინია, როდე, კიმიხი, ბერნატი - კომანი, თ. მიულერი, გიოტცე (62. ტიაგო ალკანტარა).
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ტრაორე (61. ჰერმანი), ჯაკა, დაჰუდი, ვენდტი - აზარი (57. შტინდლი) - ჰანი, რაფაელი (91. ჰოფმანი).
გაფრთხილება: ტასკი, როდე - ელვედი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9(4)-8(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 75 000
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 5:1
გოლები: 1:0 კაგავა (7), 2:0 რამოსი (9), 3:0 როისი (60), 4:0 ობამეიანგი (77), 5:0 ობამეიანგი (78), 5:1 შიურლე (86)
დორტმუნდი (3-2-4-1): ბიურკი - პიშჩეკი (63. დურმი), ს. ბენდერი, ჰუმელსი - ვაიგლი (69. შაჰინი), კასტრო - მხითარიანი, კაგავა, როისი, შმელცერი - რამოსი (69. ობამეიანგი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში (81. ვიეირინია), ნალდო, კნოხე, მ. შეფერი - ლუის გუსტავო, გილავოგი - დ. კალიჯური, არნოლდი (71. კრუზე), შიურლე - დოსტი (81. სეგუინი).
გაფრთხილება: ვაიგლი, როისი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 20(10)-6(4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 81 359
ჰანოვერი-შალკე 1:3
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (11), 1:1 ა. ზობიეხი (20), 1:2 ჰუნტელაარი (45), 1:3 შიოპფი (80)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, ანტონი, ს. სანე, ალბორნოსი - შმიდებახი, ფოსუმი (86. პრიბი) - სარენრენი (76. სალაი), კიოტაკე, კლაუსი (71. სულეიმანი) - ა. ზობიეხი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა (46. რიტერი), ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გორეტცკა, ჰოიბერგი - ლ. სანე (90. ბელჰანდა), მ. მაიერი (78. შიოპფი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 21(2)-10(7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 46 900
ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 0:1 ლექსი (17), 1:1 უთი (37), 2:1 ამირი (84)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - რუდი (61. კადერაბეკი), ზიულე, ბიჩაქჩიჩი, ტოლიანი - შტრობლი, პოლანსკი (74. შვეგლერი) - უთი, ოხსი (61. ამირი), ფოლანდი - კრამარიჩი.
ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - და კოშტა (43. სუტნერი), მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი - ჰარტმანი (81. ლეკიე), ლესკანო (67. კოენი), ლექსი.
შენიშვნა: კრამარიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (53)
გაფრთხილება: რუდი, შტრობლი, ამირი - ბ. ჰიუბნერი, ბაუერი, პ. გროსი, ლეკიე
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(6)-16(8); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 26 561
მაინცი-ჰამბურგი 0:0
მაინცი (4-2-1-2-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ბუნგერტი, დონატი - ფ. ფრაი, სერდარი (60. ლატცა) - ჟაირო (86. კლემენსი) - ონისივო, დე ბლასისი (69. მალი) - კორდობა.
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - კაჩარი, ჰოლტბი - ბაჰუი (76. დიკმაიერი), განტი, ილიჩევიჩი (89. კლებერი) - შიპლოკი (69. რუდნევსი).
გაფრთხილება: სპაჰიჩი, ბაჰუი, კაჩარი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-29; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(4)-7(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 34 000
დარმშტადტი-აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (12), 1:1 ჰასებე (56), 1:2 აიგნერი (83)
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, ზულუ, რაიკოვიჩი (13. ჰოლანდი), კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, ვრანჩიჩი (71. კემპე), რაუში (86. პლატე) - ვაგნერი.
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, აბრაამი, რუსი, ოჩიპკა - ჰასებე, ჰუსტი - გაჩინოვიჩი (46. აიგნერი), ფაბიანი (77. კასტაინოსი), ბენ-ჰატირა (87. სამბრანო) - სეფეროვიჩი.
შენიშვნა: ვაგნერმა ვერ გაიტანა პენალტი (20)
გაფრთხილება: მათენია, იუნგვირთი - სეფეროვიჩი, ჰუსტი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11(6)-12(4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 14 800
ლევერკუზენი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 ბრანდტი (2), 2:0 ლ. ბენდერი (16), 2:1 იბიშევიჩი (21)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ლ. ბენდერი, რამალიო, კრამერი, ჰენრიხსი - კამპლი, არაგუნისი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (91. კრუსი), ბრანდტი (75. კისლინგი) - ჩიჩარიტო (90. თოფრაქი).
ჰერტა (4-2-2-2): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლაგნკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი (77. ბაუმიოჰანი) - ვაიზერი, ჩიგერჩი - იბიშევიჩი, კალუ (57. ჰარაგუჩი).
გაფრთხილება: ბელარაბი - ს. ლანგკამპი, იბიშევიჩი, პლატენჰარდტი, ლუსტენბერგერი, ვაიზერი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18(8)-9(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 30 210
2 მაისი
ვერდერი-შტუტგარტი 6:2
გოლები: 1:0 ბარტელსი (10), 1:1 დიდავი (26), 2:1 ბარბა (33-საკ. კარში), 3:1 იოზთუნალი (42), 3:2 ბარბა (53), 4:2 პისარო (64), 5:2 ბარტელსი (80), 6:2 უჯა (87)
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია - ფრიტცი, გრილიჩი - იატაბარე (36. იოზთუნალი), იუნუზოვიჩი (88. გალვესი), ბარტელსი - პისარო (83. უჯა).
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - ციმერმანი, ნიდერმაიერი, ბარბა (62. რისტლი), ინსუა - შვააბი - მაქსიმი, რუპი (81. კრავეცი), დიდავი (44. ვერნერი), კოსტიჩი - ჰარნიკი.
გაფრთხილება: გებრე სელასიე - ინსუა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 16(9)-13(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 41 000
ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 25 - თომას მიულერი (ბაიერნი); 17 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).
მომდევნო ტური
7 მაისი:
შალკე-აუგსბურგი, გლადბახი-ლევერკუზენი, ჰამბურგი-ვოლფსბურგი, შტუტგარტი-მაინცი, აინტრახტი-დორტმუნდი, კიოლნი-ვერდერი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-დარმშტადტი, ინგოლშტადტი-ბაიერნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"