ბუნდესლიგა. XXXIII ტური: "ბაიერნი" ზედიზედ მეოთხედ გერმანიის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
7 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 37-ე ტური სრულად გაიმართა.

ისტორიაში პირველად, მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხედ მოიგო - გვარდიოლას გუნდმა ტიტული ტურით ადრე გაინაღდა. მიუნხენელებმა სტუმრად "ინგოლშტადტი" 2:1 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ.

ხოსეპ გვარდიოლა გახდა პირველი არაგერმანელი მწვრთნელი, ვინც ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "დიდი კომპლიმენტი გუნდს, ფანებს და ფეხბურთელებს. ყველამ თავისი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში. დიდი მადლობა და კომპლიმენტი "ბორუსიას" ამ საუკეთესო სეზონისთვის, კონკურენციისთვის. მინდა ეს ტიტული იუპ ჰაინკესთან გავიზიარო. ჩვენ ერთად საოცარი რამ ჩავიდინეთ - ზედიზედ მეოთხედ
მოვიგეთ ჩემპიონატი. ძალიან ბედნიერი ვარ, გერმანიაში დიდი გამოცდილება მივიღე".

იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

"გლადბახმა" დიდებულ ფორმაში მყოფი "ლევერკუზენი" 2:1 დაამარცხა. ანდრე შუბერტის გუნდმა 99%-ით გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური.

"დორტმუნდი" სტუმრად "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა.

შაბათი. 7 მაისი
შალკე-აუგსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (82), 1:1 ბაიერი (89)

გლადბახი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 0:1 არანგისი (20), 1:1 ჰანი (43), 2:1 ჰანი (79)

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ლუის გუსტავო (73)

შტუტგარტი-მაინცი 1:3
გოლები: 1:0 გენტნერი (6), 1:1 მალიი (37), 1:2 კორდობა (53), 1:3 ონისივო (77)

აინტრახტი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 აიგნერი (14)

კიოლნი-ვერდერი 0:0

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 კიოტაკე (28)

ჰერტა-დარმშტადტი 1:2
გოლები: 1:0 დარიდა (14), 1:1 გონდორფი (24), 1:2 ვაგნერი (82)
გაძევება: ვაგნერი (87. დარმშტადტი)

ინგოლშტადტი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (15-პენ), 0:2 ლევანდოვსკი (32), 1:2 ჰარტმანი (42-პენ)

1. ბაიერნი - 85 ქულა; 2. დორტმუნდი - 77; 3. ლევერკუზენი - 57; 4. გლადბახი - 52; 5. მაინცი - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული