გერმანიის თასი: ლევანდოვსკიმ და "ბაიერნმა" "კარლ ცეისი" დაარბიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნმა" უპრობლემოდ დაძლია გერმანიის თასის გათამაშების პირველი წრე. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა 19 აგვისტოს, სტუმრად იენში გამართულ შეხვედრაში "კარლ ცეისი" გაანადგურეს - 5:0.

მიუნხენელებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს, გმირი კი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა (მე-3, 34-ე და 43-ე წუთები).

შესვენების შემდეგ პოლონელმა უკვე ასისტენტობა იტვირთა და 72-ე წუთზე არტურო ვიდალს გაატანინა. საბოლოო წერტილი კი მატს ჰუმელსმა 77-ე წუთზე დასვა.

გერმანიის თასზე "ბაიერნის" მომდევნო მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული