აღმოჩნდა, რომ "დორტმუნდის" ფინანსურმა ბრუნვამ 2015 წლის 1-ლი ივლისიდან ამა წლის 30 ივნისამდე 376.3 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მთელი 36.6 პროცენტით მეტია.
"სატრანსფერო ოპერაციებიდან შემოსავალი შარშანდელთან შედარებით 6.7 პროცენტით გაიზარდა და 281.3 მილიონ ევროს მიაღწია, მოგება კი რეკორდულია - 29.4 მილიონი. ჩვენ ჯერ კიდევ ვვითარდებით როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო ტელებაზარზე და ამ გზიდან არ გადავუხვევთ", - ამბობს ვატცკე და იქვე დასძენს, რომ
"ამის მიღწევა მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ვიყოთ", - ასკვნის ჰერ ვატცკე.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "დორტმუნდმა" ილქაი გიუნდოგანი, მატს ჰუმელსი და ჰენრიხ მხითარიანი გაყიდა. საინტერესოა, რომ ფინანსურ ანგარიშში ვერ მოხვდა სომეხი ფორვარდის "მანჩესტერში" ტრანსფერისგან მიღებული თანხა (დაახლოებით 30 მილიონი ევრო), რადგან ეს 1-ლი ივლისის შემდეგ მოხდა და უკვე მომავალი წლის ანგარიშში გადავა.
გიორგი ნინიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"