"პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გუნდის მეკარედ კაპიტანს მე არ დავნიშნავდი. კაპიტანი ერთადერთია მოედანზე, ვინც არბიტრთან არკვევს ამა თუ იმ საკითხს. მეკარეს კი მსაჯთან მისასვლელად, სხვა მოთამაშეებთან შედარებით, დიდი მანძილი აქვს გასარბენი. ამას კი ენერგია და დრო მიაქვს...
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ნოიერის პიროვნული თვისებები და ხასიათი შეესაბამება ამ თანამდებობას", - აქვეყნებს ლემანის ნათქვამს tz.de.