რა თქმა უნდა, არის და აქ მთავარი, პირველ რიგში, მიულერის ფაქტორია. ის ახლა შესანიშნავ ფორმაშია, განსხვავებით ევროპის ჩემპიონატისგან, სადაც ახლანდელის აჩრდილი იყო. შაბათს დაწყებული საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო მატჩში გერმანელებმა სტუმრად ნორვეგიას რომ სძლიეს (3:0), მიულერმა ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა - ორი გოლი თავად შეაგდო და ერთიც ჯოშუა კიმიხს გაატანინა. აკი თქვა
ჰიოვედესი ცენტრალურ მცველად იდგა ნორვეგიასთან მატჩში. ის "შალკეს" მოთამაშეა და ამიტომაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა, ასეთ ფორმაში მყოფ მიულერს როგორ გაუძლებთო?
"მიულერის არ მეშინია, - ამაყად უპასუხა ბენედიქტმა "ბილდის" კორესპონდენტს. - თან მე ხომ მარტო არ ვიქნები მის წინააღმდეგ? მიულერი კი არა, ჩვენი მეტოქე იქნება "ბაიერნი" და ყველამ იცით, რომ ის გერმანიის საუკეთესო გუნდია. ამიტომ ჩვენ ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ პარასკევს, ვიდრე - "აინტრახტთან" წინა ტურში".
ახლა მიულერის პოზიციაც გავიგოთ: "მე და ჰიოვედესმა ამ დღეებში ბევრი ვილაპარაკეთ მომავალ თამაშზე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავამატო - პარასკევს "ბაიერნს" დიდი გეგმები აქვს და ბენედიქტს მართლა ძალიან გაუჭირდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"