ბუნდესლიგა. II ტური: "ბაიერნმა" "შალკე" ბოლო ათ წუთში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგის II ტური გელზენკირხენში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "შალკემ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"ფელტინს არენაზე" პირველი გოლი მხოლოდ 81-ე წუთზე გავიდა. მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა რობერტ ლევანდოვსკიმ შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. მიუნხენელებმა საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე, ჯოშუა კიმიხის გოლით დააფიქსირეს.

კარლო ანჩელოტის გუნდი ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვებითა და 6 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, "შალკე" კი, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია, ცხრილის ფსკერზეა.

ბუნდესლიგის II ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული