ბუნდესლიგა. V ტური: "ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
23-24 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

ტური დორტმუნდის "ბორუსიისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირებით გაიხსნა. დორტმუნდელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. ბორუსიელებიდან თავი გოლებით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ლუკას პიშჩეკმა და რაფაელ გერეირომ გამოიჩინეს, "ფრაიბურგიდან" კი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მაქსიმილიან ფილიპია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით "დორტმუნდი" სატურნირო ცხრილს სათავაში ჩაუდგა, მაგრამ მეორე დღეს თავისი შეხვედრა გამართა მიუნხენის "ბაიერნმა", რომელიც "ჰამბურგს" ესტუმრა და მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე ჯოშუა კიმიხის ერთადერთი გოლით იმარჯვა, რითაც ლიდერობა დაიბრუნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული