ობამეიანგს სხვა მსურველებიც ჰყავს, თუნდაც "სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" სახით, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს გული "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" უფრო მიუწევს.
"თუ "რეალი" დაგვიკავშირდება, ჩვენ დავილაპარაკებთ, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, რომ მოლაპარაკებები ასეთი მარტივი არ იქნება. ობამეიანგის ასე უბრალოდ ყიდვა არ გამოვა, იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენი მიზანი მისი გაყიდვა სულაც არ არის.
ჩვენგან წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მას გუნდთან მშვენიერი და ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს, 2020 წლამდე. ასე რომ, ამ მხრივ არანაირ ზეწოლას არ განვიცდით. აღსანიშნავია ისიც, რომ არც თავად ობამეიანგი იწვის წასვლის სურვილით" - განაცხადა ვაცკემ.
დორტმუნდელთა ერთ-ერთმა ბოსმა ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მისთვის ცოტა უცნაური იყო სომეხი მოთამაშის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა. "ოლდ ტრაფორდზე" მხითარიანს აშკარად პრობლემები აქვს. ვაცკემ ეს თითქოს, მცირე ნიშნის მოგებით აღნიშნა და ისიც დაამატა, ჰენრიხის უკან დაბრუნებაზე, თუნდაც იჯარის წესით, სიამოვნებით დავილაპარაკებთ, თუ აქამდე საქმე მივაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"