უცნაურია, რომ ლიოვის სიაში ვერ მოხვდა მესუთ იოზილი. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ახლა ბრწყინვალე ფორმაშია. ბუნდესმწვრთნელის გადაწყვეტილებამ ძლიერ გაახარა "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელსაც საკადრო პრობლემები აქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან უწევს დაპირისპირება.
არ არის გამორიცხული, ეს ლიოვსა და ვენგერს შორის მოლაპარაკების შედეგიც იყოს. გერმანია, რომელსაც ახალი სახეებიც ჰყავს, სან მარინოს
იოზილის გარდა, არ იქნება ჟერომ ბოატენგიც, ოღონდ ამ შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა. ის "ჰოფენჰაიმთან" შაბათის მატჩში (1:1) დაშავდა. როგორც "ბაიერნის" მთავარმმართველი კარლ-ჰაინც რუმენიგე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარში ამბობს, 28 წლის მცველის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა რისკის თავიდან ასაცილებლად ლიოვის სიფრთხილეს მიესალმება.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);
მცველები: იანიკ გერჰარდტი (ვოლფსბურგი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენიამინ ჰენრიხსი, ჯონათან ტაა (ორივე - ლევერკუზენი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი (ორივე - ბაიერნი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი, ინგლისი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი);
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: კევინ ფოლანდი, იულიან ბრანდტი (ორივე - ლევერკუზენი), სერჟ გნაბრი (ვერდერი), მარიო გომესი (ვოლფსბურგი), მაქს მაიერი, ლეონ გორეცკა (ორივე - შალკე), იულიან ვაიგლი, მარიო გიოტცე (ორივე - დორტმუნდი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), თომას მიულერი (ბაიერნი).
როგორც დაანონსებული იყო, გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა მიროსლავ კლოზე, რომელმაც ორიოდ კვირის წინ აქტიური კარიერა დაასრულა. სანაკრებო მატჩების დღეებში მას ეროვნული გუნდიდან გააცილებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"