გამოიცანით? წესით, ბევრი მარჩიელობა ამას არ სჭირდება. დიახ, ეს "ჰამბურგია". ტრადიციული და ბევრი გერმანელისათვის საყვარელი გუნდი.
ჩვენ კლუბის წარსული მიღწევები ჩამოვთვალეთ. დრომ ისინი გაახუნა. კლუბის მენეჯმენტი კი ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდი როგორმე გავარდეს გერმანული ბუნდესლიგიდან. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა "ჰამბურგი" ფორტუნამ აშკარად
ხშირად გუნდის წარუმატებლობას მწვრთნელს აბრალებენ, მაგრამ მარკუს გისდოლს ბევრს ვერაფერს დავაბრალებთ. ჯერ ერთი, ის სეზონის მიმდინარეობისას მოვიდა გუნდში. მეორეც: გისდოლს დახვდა აბსოლუტურად დაუბალანსებელი შემადგენლობა, რომლის ფორმირებაშიც ამ სპეციალისტს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
არადა, გისდოლი ცუდი მწვრთნელი სულაც არ არის. ეს მან დაამტკიცა "ჰოფენჰაიმში" მუშაობის დროს. კლუბის წარუმატებლობაში ყველაზე მეტად დანმაშავე "ჰამბურგის" მმართველი რგოლია. განსაკუთრებით - სპორტული დირექტორი, დიტმარ ბაიერსდორფერი. მის მიერ შესრულებული სასელექციო სამუშაო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
არადა, თანამედროვე "ჰამბურგის" შემადგენლობას სახელებით მართლა არაუშავს. უბრალოდ, გუნდში არ არის ბალანსი. გარდა ამისა, ძირითადად ორი კატეგორიის ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი: პირველებმა უკვე კარგა ხანია, უკან მოიტოვეს საუკეთესო წლები. მეორეებმა კი ვერა და ვერ გაამართლეს გაცემული ავანსები. ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად ორ მაგალითს მოვიყვანთ.
"ჰამბურგი" დაცვაში საშინლად გამოიყურება. ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე გუნდის კაპიტანი, შვეიცარიელი მცველი, იოჰან ჯურუა. თავის დროზე შვეიცარიელი არსენ ვენგერის გუნდში ძირითადის ფეხბურთელი იყო. "არსენალში" ჯურუმ ბევრი შეცდომა დაუშვა. ის მაშინ ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის. "ჰამბურგის" დაცვას ასეთი ლიდერი ჰყავს. გუნდის კარში გოლი ყველას გააქვს, ვისაც კი არ ეზარება.
ახლა მეორე მაგალითი. ამ სეზონის წინ ბევრს გაუჩნდა შეგრძნება, რომ "ჰამბურგისათვის" ხორვატ ტალანტს, "ბარსელონას" სკოლაგამოვლილ ალენ ჰალილოვიჩს უნდა ელიდერა. თავის თაობაში ნიჭით გამორჩეული ხორვატი ვერ მოხვდა "ბარსას" ძირითადში გერმანულ ბილიკს გაჰყვა.
რას აკეთებს ჰალილოვიჩი "ჰამბრურგში", ამის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ფაქტია, მას ვერანაირი სარგებლობა ვერ მოაქვს გუნდისათვის. და მაინც, ცალკეულ პერსონებში მთავარ დამნაშავეს ვერ ვიპოვით.
მთავარი დამნაშავეები შეფობაში უნდა ვეძებოთ. იქნებ, ჯობდეს, გუნდი გავარდეს? გავარდეს, რაღაც გადააფასოს და მერე დაბრუნდეს. ეს ჩვენი ვარაუდია, მაგრამ აბა, "ჰამბურგის" ქომაგებს ვკითხოთ - მათ ჯილას ხომ არასოდეს დაუტოვებია ბუნდესლიგა...
* * *
ახლა მეორე გამოცანა: გერმანიის ჩემპიონატში ეს გუნდი მეთექვსმეტე ადგილზეა. ამ ადგილზე გასული გუნდი სეზონის ბოლოს უძლიერესთა რიგებს დატოვებს და მეორე ბუნდესლიგაში გადაინაცვლებს.არადა, ეს გუნდი არის გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი, თასის ექვსგზის მფლობელი, თასების თასის მფლობელთა თასის გამარჯვებული... ამასაც გამოიცნობთ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული კლუბი გერმანიაში, ბრემენის "ვერდერი".
ამ შემთხვევაშიც დანმაშავე კლუბის მმართველობაში უნდა ვეძებოთ. მას შემდეგ, რაც კლუბისა დათომას შააფის ხანგრძლივზე ხანგრძლივი თანამშრომლობა დასრულდა, "მუსიკოსებს" არ ჰყოლიათ ხეირიანი მწვრთნელი.
ახლები მოდიან, წამით თითქოს, გამოასწორებენ სიტუაციას და მერე გუნდი ისევ უფსკრულში ეშვება. მაგალითად ბოლო ორი მწვრთნელის დასახელებაც კმარა. ვიკტორ სკრიპნიკმა კარგად დაიწყო და ძალიან ცდად დაასრულა.
ვინ არის კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი, ირანული წარმოშობის გერმანელი, ალეკსანდერ ნური? ის "ვერდერის" დუბლებში იყო, მერე რამდენიმე გუნდში ითამაშა. დაიწყო სამწვრთნელო კარიერა და განსაკუთრებული აქაც არაფერი.
რბილად რომ ვთქვათ, შემადგენლობა იდეალური არ არის. კლაუდიო პისაროს დრო კარგა ხანია, წავიდა. ზლატკო იუნუზოვიჩს სტაბილურობა აკლია. დაცვაში თითქმის არის კვალიფიციური ფეხბურთელი. გუნდი ძალიან ბევრს უშვებს და ეს გასაკვირი სულაც არ არის.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "თეთრ ყვავად" მოსჩანს გუნდში, სერჟ გნაბრია. "არსენალიდან" წამოსული ფეხბურთელი გუნდში ყველაზე კლასიანია. ის ძალიან ბევრს ცდილობს, მაგრამ მარტო გნაბრის კი არა, მასზე გაცილებით ძლიერ ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.
ეჭვგარეშეა, "ვერდერის" მიზანი წლეულს მხოლოდ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. არსებული რესურსით ეს ძალიან გაჭირდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"