* "დორტმუნდმა" მიუნხენის "ბაიერნს" პირველი მარცხი აგემა, "ლაიპციგი" და "ჰოფენჰაიმი" ისევ დაუმარცხებლები არიან.
* "ლაპციგი" პირველი საქსონური კლუბია, რომელიც ბუნდესლიგის ლიდერი გახდა.
ბოლო წლებში, გერმანიის ჩემპიონატს მუდმივად ერთი კითხვა გასდევდა ხოლმე: როდის გაიფორმებდა "ბაიერნი" ჩემპიონობას - თებერვალში თუ მარტში.
ბავარიული გრანდი ქვას ქვაზე არ ტოვებდა და ბუნდესლიგასაც საჩემპიონო ინტრიგა აკლდა. ახლა კი ისეთი სიტუაციაა, აღარც კი ვიცით, რითი დავიწყოთ მე
და მაინც: ვინ იფიქრებდა, რომ დებიუტანტი "ლაიპციგი" ჩემპიონატის პირველ მესამედს მოიგებდა? არადა, მოიგო! თანაც, წაუგებლად. რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა პარასკევს ლევერკუზენშიც გაიმარჯვა, გალიდერდა და რაკი შაბათს "ბაიერნი" დორტმუნდში დამარცხდა, "ხარებმა" ლიდერობა შეინარჩუნეს კიდეც - თანაც, 3-ქულიანი უპირატესობით.
თუმცა, სანამ ამ მართლა კარგ გუნდს ქებით ცაში ავიყვანთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლევერკუზენელებმა ლაიპციგელებს ეს სამი ქულა აჩუქეს!
დიახ, "ლევერკუზენმა" მეტოქეს ორი გოლი სინით მიართვა და გარდა ამისა, პენალტიც ვერ გამოიყენა. მე-4 წუთზე ბაუმგარტლინგერმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 54-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე კი ფორსბერგმა 20 მეტრიდან დაარტყა და "ფარმაცევტების" მეკარე ლენოსაც ლამის ავტოგოლი გამოუვიდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ პირველი ტაიმი "ლევერკუზენმა" მოიგო, მატჩი - "ლაიპციგმა". აქვე ისიც ვთქვათ, რომ მეორე ნახევარში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ლევერკუზენელთა დაცვის ბურჯი იომერ თოფრაქი.
თუმცა იმ საღამოს მხოლოდ "ლევერკუზენის" ფეხბურთელები როდი იქცეოდნენ ცუდად. იგივე ითქმის მასპინძელ ფანებზეც, რომლებმაც "ლაიპციგის" ავტობუსს სხვადასხვა საგანი დაუშინეს.
ამის გამო "ბაიერის" გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ შადემ თავის ლაიპციგელ კოლეგა რალფ რანგნიკს საჯაროდ მოუბოდიშა - ძალიან მრცხვენია, რომ ეს ჩვენმა ფანებმა ჩაიდინესო. თუმცა ლაიპციგში ეს არ ადარდებთ - გუნდი ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერი და რეკორდსმენია. დებიუტანტი 11 ტურის შემდეგ წაუგებლად ლიდერობს და ლაიპციგელი გულშემატკივრები სატურნირო ცხრილს ბეჭდავენ, ჩარჩოებში სვამენ და კედლებზე კიდებენ.
"ძალიან მაგარი გუნდი გვყავს, დამშეული და მონდომებული. ეს ლიდერობა საამაყო და დამსახურებულია", - განაცხადა გამარჯვების გოლის ავტორმა ორბანმა, რომელიც ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო დებიუტანტის კაპიტანია.
"ბაიერნი" კრიზისშია?
ახლა კი კიდევ ერთხელ შეხედეთ სატურნირო ცხრილს - ბოლო 14 თვის განმავლობაში პირველად, მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ადგილზე არ არის! რეკორდმაისტერი ტახტიდან პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჩამოაგდო. ლოგიკურად, ეს ჯერ კიდევ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მიუნხენური გრანდი კრიზისშია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო? ახლა კი რეკორდმაისტერმა პირველი მარცხიც იგემა - დორტმუნდში, მოსისხლე მტერთან.მართალია, ბავარიელებს ისეთი წამყვანი მოთამაშეები აკლდათ, როგორებიც ვიდალი, რობენი, მარტინესი და კომანი არიან, მაგრამ "ბაიერნი" ხომ იმითაა ცნობილი, რომ ფაქტობრივად, ორი პირველი შემადგენლობა ჰყავს. ასე რომ, კარლო ანჩელოტი ამ წაგებას ზოგიერთი ლიდერის ტრავმას ვერ დააბრალებს. მისმა ვიზავიმ, დორტმუნდელთა თავკაცმა თომას ტუხელმა კი კარგი რამ მოიფიქრა: "ბორუსია" სამი ცენტრალური მცველით (გინტერი, ბარტრა, სოკრატისი) ათამაშა.
"ეს იმიტომ გავაკეთე, რომ "ბაიერნს" რეალურად სამი ისეთი შემტევი ჰყავს, რომელთაგან ორი, რიბერი და თომას მიულერი ხშირად მოქმედებენ ცენტრში. სწორედ ამიტომ "ბაიერნთან" სამი ცენტრალური მცველი მჭირდებოდა იმისათვის, რომ თავი სრულყოფილად დაგვეცვა. მიხარია, რომ ამ იდეამ გაამართლა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ტუხელმა და იქვე დასძინა: "ჩვენ დორტმუნდი ვართ და ამ თამაშის მოგება გვინდოდა. მართალია, რეალურად ხუთი მცველით ვითამაშეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ოთხი შემტევი ფეხბურთელი მყავდა, ფორვარდები რამოსი და ობამეიანგი, პლუს, გიოტცე და შიურლე".
როგორც ხედავთ, ტუხელის ტაქტიკამ 100 პროცენტით გაამართლა, გამარჯვების გოლი კი ობამეიანგის ანგარიშზეა, რომელსაც ამ სეზონში უკვე 12 ბურთი აქვს გატანილი.
მეორე ტაიმში ობამეიანგს კიდევ ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. მიუნხენელები თითქოს გამოფხიზლდნენ, მაგრამ ვერაფერს ახერხებდნენ. რიბერიმ კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან და გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა.
61-ე წუთზე გათანაბრება ჩაბი ალონსოს შეეძლო, რომელმაც 23 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. ცნობისათვის, "ბაიერნმა" ამ სეზონში მეათედ მოარტყა ბურთი ძელს. 71-ე წუთზე კი ობამეიანგს მორიგი მომენტი შეექმნა, როცა ალონსოს არაზუსტი პასის შემდეგ ნოიერთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მიუნხენელთა მეკარემ თავისიანები გადაარჩინა.
კიდევ რა იყო ამ ტურში საინტერესო? რა თქმა უნდა, "კიოლნის" გამარჯვება მიონხენგლადბახში. თანაც, "თხებმა" პირველი ტაიმი წააგეს და მეორე ნახევარში თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს. ერთ რამედ ღირს გამარჯვების გოლის ნახვა - რისსეს ულამაზესი და დაუჯერებელი ჯარიმა.
XI ტური
ლევერკუზენი-ლაიპციგი 2:3
გოლები: 1:0 კამპლი (1), 1:1 ბაუმგარტლინგერი (4-საკ. კარში), 2:1 ბრანდტი (45+2), 2:2 ფორსბერგი (67), 2:3 ორბანი (81)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი (82. ჰავერტცი) - კამპლი, ბრანდტი - ჩალჰანოღლუ (64. ფოლანდი), მეჰმედი (74. ჩიჩარიტო).
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ილსანკერი, ორბანი, კომპერი (30. შმიტცი), ჰალსტენბერგი - დემე, კეიტა - ზაბიტცერი, ფორსბერგი (90. დ. კაიზერი) - პოულსენი (64. ბურკი), ვერნერი.
54-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-9; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 12(6)-11(4); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 27 752
გლადბახი-კიოლნი 1:2
გოლები: 1:0 შტინდლი (32), 1:1 მოდესტე (59), 1:2 რისსე (91)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი - ტრაორე (75. ფ. ჯონსონი), დაჰუდი (89. იანჩკე), შტრობლი, ვენდტი - შტინდლი - აზარი (72. ჰანი), რაფაელი.
კიოლნი (3-5-2): კესლერი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი - რისსე (93. ოლკოვსკი), ჰიოგერი, მ. ლემანი (46. რუდნევსი), ი. ჰექტორი, რაუში - ოსაკო (72. იოზქანი), მოდესტე.
გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 7-22; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 20(8)-11(4); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 53 500
მაინცი-ფრაიბურგი 4:2
გოლები: 1:0 ბუნგერტი (15), 2:0 მალი (20-პენ), 2:1 გრიფო (67), 3:1 ბელი (82), 3:2 პეტერსენი (85), 4:2 ონისივო (95)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბროზინსკი - ფ. ფრაი, გბამინი - ონისივო, მალი (94. ჟაირო), დე ბლაზისი (76. რამალიო) - კორდობა (91. ბალოგუნი).
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - პ. შტენცელი, ტორეხონი, სოიუნჩუ, ფიორენბახი (80. მიოლერ დაელი) - აბრაში, ჰიოფლერი - ფრანტცი, ფილიპი (15. პეტერსენი), გრიფო - ნიდერლეხნერი (83. ჰაბერერი).
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 21-21; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11(6)-24(11); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 26 573
ვოლფსბურგი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 გორეტცკა (82)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი - სეგუინი (81. გილავოგი), ლუის გუსტავო - ბლაშჩიკოვსკი (55. ვიეირინია), არნოლდი, დ. კალიჯური (64. დიდავი) - გომესი.
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი, ბენტალები (86. სტამბული), გაისი, გორეტცკა, კოლაშინაცი - მ. მაიერი (92. ბაბა) - ჩუპო-მოტინგი (93. კერერი).
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8(0)-19(4); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 25 000
აუგსბურგი-ჰერტა 0:0
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი (74. კაჩარი), სტაფილიდისი - კორი, დ. ბაიერი - შმიდი (70. ტაიგლი), ჰალილ ალთინთოფი (83. მორავეკი), მაქსი - ჟი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი - ესვაინი (62. ჰარაგუჩი), კალუ (63. შიბერი), შტოკერი - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9(3)-10(4); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 27 007
დარმშტადტი-ინგოლშტადტი 0:1
გოლი: 0:1 ჰარტმანი (68)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ჰიონი, მილოშევიჩი, ზულუ, გუვარა - იუნგვირთი, გონდორფი (75. შიპლოკი) - ჰელერი, კლაინჰაისლერი (46. ვრანჩიჩი), ბენ-ჰატირა (63. სირიგუ) - ჩოლაკი.
ინგოლშტადტი (4-2-3-1): ჰანსენი - ჰადერგონაი, ტისერანდი, მ. მატიპი, ზუტნერი (45+1. ჰინტერზეერი) - როჯერი, კოენი (92. კრისტიანსენი) - ლეკიე, პ. გროსი, ა. იუნგი - ჰარტმანი (78. კიტელი).
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 8-11; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 18(4)-15(7); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 15 000
დორტმუნდი-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 ობამეიანგი (11)
დორტმუნდი (5-3-2): ბიურკი - პიშჩეკი, გინტერი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი (88. პულიშიჩი) - გიოტცე (77. კასტრო), ვაიგლი, შიურლე (68. დურმი) - ობამეიანგი, რამოსი.
ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - ლამი (68. რაფინია), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო (74. რენატო სანჩესი) - კიმიხი (58. დუგლას კოშტა), ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-9; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11(4)-18(3); ბურთის ფლობა: 33%-67%; მაყურებელი: 81 360
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 2:2
გოლები: 0:1 კოსტიჩი (28), 1:1 ვაგნერი (45+1), 2:1 ცუბერი (49), 2:2 ნ. მიულერი (61)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი (21. ბიჩაქჩიჩი), ჰიუბნერი - კადერაბეკი, ამირი, რუდი, დემირბაი (69. რუპი), ცუბერი - ვაგნერი, კრამარიჩი (78. ე. ვარგასი).
ჰამბურგი (4-2-1-3): მათენია - დიკმაიერი, ჯურუ, იუნგი, დუგლას სანტოსი - გ. საკაი, ოსტჟოლეკი - ჰოლტბი - ნ. მიულერი (95. პორათი), გრეგორიჩი (80. ლასოგა), კოსტიჩი (92. ჰანტი).
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-6; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18(5)-14(4); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 29 512
ვერდერი-აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 გრილიჩი (38), 1:1 ა. მაიერი (52), 1:2 ბარკოკი (90)
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ველიკოვიჩი, მოისანდერი, გარსია - ფრიტცი, გრილიჩი (72. ბარგფრედე) - გნარბი (77. ბარტელსი), კრუზე, იუნუზოვიჩი - პისარო (83. თაი).
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - აბრაამი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, ჰუსტი (46. ა. მაიერი), მასკარელი, ოჩიპკა - ფაბიანი, ჰრგოტა (83. რებიჩი), გაჩინოვიჩი (75. ბარკოკი).
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 23-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14(4)-19(9); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 39 261
ბომბარდირები:
12 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
12 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
7 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
6 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)
იუნუს მალი (მაინცი)
მომდევნო ტური
25 ნოემბერი:
ფრაიბურგი-ლაიპციგი;
26 ნოემბერი:
გლადბახი-ჰოფენჰაიმი, კიოლნი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ვერდერი, ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-დორტმუნდი, ბაიერნი-ლევერკუზენი;
27 ნოემბერი:
შალკე-დარმშტადტი, ჰერტა-მაინცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"