ბუნდესლიგა. XIII ტური: "ბაიერნმა" მოიგო და ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტური მაინცში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა მიუნხენის "ბაიერნი" მიიღო და ანგარიშთ 1:3 დამარცხდა.

"ოპელ არენაზე" ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა - ჯონ კორდობამ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ოთხი წუთის შემდეგ ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა, 21-ე წუთზე კი არიენ რობენმა შეაგდო. საბოლოო ანგარიში ისევ ლევანდოვსკიმ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე დააფიქსირა და დუბლი მიითვალა.

კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა ამ გამარჯვებით 30 ქულა დააგროვა და "ლაიპციგთან" ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე, სატურნირო ცხრილში დროებით პირველ ადგილზე
აღზევდა. "ლაიპციგს" თამაში რეზერვში აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული