დებიუტანტმა "ლაიპციგმა" ტურის ცენტრალურ მატჩში 2:0 მოუგო ბერლინის "ჰერტას" და ბუნდესლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.
ტაიმის ბოლოს გუნდის ლიდერმა ტიმო ვერნერმა გახსნა ანგარიში. 62-ე წუთზე კი ვილი ორბანმა ანგარიშს საბოლოო წერტილი დაუსვა.
საინტერესო გამოდგა "ვოლფსბურგისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება, რომელიც "მგლებმა" 1:0 მოიგეს. გამარჯვების გოლი ჯეფრი ბრუმამ გაიტანა. "აინტრახტს" ქულის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ კაპიტანმა ალექსანდერ მაიერმა პენალტი ააცილა.
ტურში ასევე აღვნიშნავთ მაინცელი დანი ლატცას ჰეთ თრიკს "ჰამბურგის" კარში.
შაბათი. 17 დეკემბერი
შალკე-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1
მაინცი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 0:1 ვუდი (21), 1:1 ლატცა (35), 2:1 ლატცა (56), 3:1 ლატცა (67)
აუგსბურგი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 ჰინტერეგერი (75)
ვერდერი-კიოლნი 1:1
გოლები: 0:1 რუდნევსი (28), 1:1 გნაბრი (40)
ლაიპციგი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ვერნერი (40), 2:0 ორბანი (62)
ვოლფსბურგი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ბრუმა (33)
გამოუყენებელი პენალტი: ა. მაიერი (67. აინტრახტი)
პარასკევი. 16 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 2:2
კვირა. 18 დეკემბერი
დარმშტადტი-ბაიერნი 18:30
ლევერკუზენი-ინგოლშტადტი 20:30
1. ლაიპციგი - 36 ქულა; 2. ბაიერნი - 33; 3. ჰოფენჰაიმი - 27; 4. ჰერტა - 27; 5. დორტმუნდი - 26.