ბუნდესლიგა. XV ტური: წლის მატჩის მოლოდინში [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჰოფენჰაიმი" კვლავ რჩება ერთადერთ გუნდად, რომელიც დაუმარცხებელია.
* "გლადბახის" ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი "აუგსბურგთან" მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
* "ვოლფსბურგის" ლიდერი იულიან დრაქსლერი, დიდი ალბათობით, პსჟ-ში გადავა.

მთელი საფეხბურთო გერმანია ოთხშაბათის მოლოდინშია! სწორედ ზეგ, მე-16 ტურში უნდა გაიმართოს მატჩი, რომელიც გერმანიაში უკვე ბუნდესლიგის წლის შეხვედრად შერაცხეს: "ბაიერნი" "ლაიპციგს" უმასპინძლებს. არადა, რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ გუნდების დაპირისპირება შეიძლებოდა, თუნდაც ტურის ცენტრალური მატჩი ყოფილიყო.

გასულ უქმეებზე "ლაიპციგმაც" მოიგო და "ბაიერნმაც", რაც იმას ნიშნავს, რომ წლის დუელს თანაბარი
ქულებით ხვდებიან. ოღონდ ლიდერი მაინც "ბაიერნია" - ბურთების უკეთესი შეფარდების გამო.

მიუნხენელებს "დარმშტადტის" დამარცხება საკმაოდ გაუჭირდათ და საბოლოოდ, მხოლოდ 1:0 გაიმარჯვეს. შესაძლოა, რეკორდმაისტერმა სწორედ "ლაიპციგთან" მატჩისთვის დაზოგა ძალები, ფაქტი კი ის არის, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ოთხშაბათს ასეთი ფეხბურთით ვერ გაიმარჯვებს.

მიუნხენელებმა რეალური საგოლე მომენტი 54-ე წუთზე შექმნეს, როცა მიულერს ესერმა აუღო, მალე კი ნოიერმაც გადაარჩინა "ბაიერნი". გოლი კი დუგლას კოშტას ანგარიშზეა, რომელმაც 25 მეტრიდან გატანილი ულამაზესი გოლით მოუტანა "ბაიერნს" სამი ქულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაიპციგმა" დაამტკიცა, რომ "ინგოლშტადტთან" მარცხი შემთხვევითობა უფრო იყო, ვიდრე ლოგიკური შედეგი - "საქსონიელ ხარებს" ამჯერად "ჰერტას" სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდათ და ფაქტობრივად, უპრობლემოდ გაიმარჯვეს (2:0).

შესაძლოა, ეს გამარჯვება იმ კაცის დამსახურებაცაა, ვისაც "ლაიპციგი" არსებობას უნდა უმადლოდეს - "რედ ბულის" 72 წლის შეფი, მულტიმილიონერი დიტრიხ მატეშიტცი ამ სეზონში პირველად ესტუმრა ლაიპციგის სტადიონს და გუნდმაც მოიგო! აღსანიშნავია, რომ მატეშიტცი სულ 4-ჯერ დაესწრო "ლაიპციგის" მატჩებს და "ხარებმა" ოთხივე თამაში მოიგეს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ჰოფენჰაიმი" რჩება ერთადერთ კლუბად გერმანიის ჩემპიონატში, რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელია! მართალია, სოფლელებს 9 ფრე და მხოლოდ 6 მოგება აქვთ, მაგრამ ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ "ჰოფე" 15 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იყოს და ჩემპიონთა ლიგის საგზურზეც კი ოცნებობდეს.

მართლაც, რატომაც არა? ამ ტურში "ჰოფენჰაიმი" "დორტმუნდს" მასპინძლობდა და კინაღამ მოუგო! მომდევნო ტურში კი "სოფლელები" ბრემენის "ვერდერს" ხვდებიან და ალბათ, წაუგებლად გამოიზამთრებენ. რაც შეეხება დორტმუნდს: ზედიზედ ორმა ფრემ "ბორუსია" უკან დახია - თომას ტუხელის შეგირდებს პირველ ადგილამდე უკვე 10 ქულა აშორებთ.

ბუნდესლიგა. XV ტური
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 1:0 უთი (3), 1:1 გიოტცე (11), 2:1 ვაგნერი (20), 2:2 ობამეიანგი (48)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ჰიუბნერი - კადერაბეკი, დემირბაი (61. ატიკი), რუდი, ამირი, ტოლიანი - ვაგნერი, უთი (58. კრამარიჩი).
დორტმუნდი (3-4-3): ვაიდენფელერი - გინტერი, ს. ბენდერი, ბარტრა - პულიშიჩი (83. რამოსი), ვაიგლი, გიოტცე, შმელცერი - დემბელე (69. მორი), ობამეიანგი (92. მერინო), როისი.
გაძევება: როისი (41. დორტმუნდი)
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13(5)-14(4); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 30 150

შალკე-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (64), 1:1 კონოპლიანკა (74)
შალკე (3-5-2): ფერმანი - ჰიოვედესი, გაისი (59. ბაბა), კერერი - შიოპფი, მ. მაიერი (87. ტეკპეტეი), გორეტცკა, ბენტალები, კოლაშინაცი - რეეზე (68. ავდიჯაი), კონოპლიანკა.
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი (63. ფილიპი), გულდე, სოიუნჩუ, გიუნტერი - შუსტერი, ფრანტცი - პ. შტენცელი (79. აბრაში), ჰაბერერი, გრიფო - ნიდერლეხნერი (83. ო. ბულუთი).
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 17(2)-6(2); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 60 445

მაინცი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 0:1 ვუდი (21), 1:1 ლატცა (35), 2:1 ლატცა (56), 3:1 ლატცა (67)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი - რამალიო (83. ფ. ფრაი), ლატცა (90. ბუსმანი) - ონისივო (76. იოზთუნალი), მალი, დე ბლაზისი - კორდობა.
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი (71. ვალდშმიდტი), იუნგი, სპაჰიჩი, დუგლას სანტოსი - გ. საკაი, ოსტჟოლეკი - ნ. მიულერი, გრეგორიჩი (71. ჰანტი), კოსტიჩი - ვუდი (84. ლასოგა).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 19(8)-10(3); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 30 179

აუგსბურგი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 ჰინტერეგერი (75)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, მაქსი (69. სტაფილიდისი) - დ. ბაიერი - შმიდი, მორავეკი (72. ჰალილ ალთინთოფი), კოო, უსამი (87. გიუნტერ-შმიდტი) - ჟი.
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - შტრობლი, კრამერი (59. კორბი) - ჰანი, დაჰუდი (85. ჰოფმანი), აზარი - რაფაელი (75. დრმიჩი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-0; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8(1)-8(3); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 28 000

ვერდერი-კიოლნი 1:1
გოლები: 0:1 რუდნევსი (28), 1:1 გნარბი (40)
ვერდერი (4-2-2-2): დრობნი - ბაუერი, სანე, მოისანდერი, გარსია - ბარგფრედე, ფრიტცი (46. იუნუზოვიჩი) - ბარტელსი (90. გებრე სელასიე), გნარბი - კრუზე, პისარო (75. იუჰანსონი).
კიოლნი (3-4-1-2): კესლერი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი - ოლკოვსკი, ჰიოგერი, ი. ჰექტორი, რაუში - ოსაკო - მოდესტე (81. გირასი), რუდნევსი (81. ცოლერი).
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10(5)-14(5); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 42 100

ლაიპციგი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ვერნერი (41), 2:0 ორბანი (62)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ილსანკერი, ორბანი, ჰალსტენბერგი (67. შმიტცი) - დემე, კეიტა (46. დ. კაიზერი) - ზაბიტცერი, ფორსბერგი - პოულსენი, ვერნერი (84. ზელკე).
ჰერტა (4-2-2-2): იარშტაინი - ვაიზერი (11. პეკარიკი), ჰეგელერი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი - შტარკი, ალანი - ჰარაგუჩი (80. ესვაინი), კალუ (46. დარიდა) - შიბერი, იბიშევიჩი.
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16(8)-3(0); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 42 558

ვოლფსბურგი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ბრუმა (33)
ვოლფსბურგი (3-5-1-1): ბენალიო - ბრუმა, ლუის გუსტავო, როდრიგესი - დ. კალიჯური, სეგუინი (88. ბლაშჩიკოვსკი), გილავოგი, არნოლდი, გერჰარდტი - დრაქსლერი - გომესი (88. მაიორალი).
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - აბრაამი, მ. ჰექტორი (58. ბარკოკი), ვალეხო - ჰასებე, მასკარელი, ჰუსტი (46. ა. მაიერი), ოჩიპკა - ფაბიანი - ჰრგოტა, რებიჩი (76. ტარაშაი).
გამოუყენებელი პენალტი: მაიერი (67)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 15(3)-7(1); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 26 967

დარმშტადტი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 დუგლას კოშტა (71)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი, ნიმაიერი (78. ჩოლაკი), სულუ, ჰოლანდი - გონდორფი, ვრანჩიჩი - სირიგუ, როზენტალი (65. იუნგვირთი), ჰელერი - შიპლოკი (91. ობინა).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი (69. რიბერი), ჩაბი ალონსო - თ. მიულერი (80. კიმიხი), ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა (92. რენატო სანჩესი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10(2)-13(2); ბურთის ფლობა: 21%-79%; მაყურებელი: 17 400

ლევერკუზენი-ინგოლშტადტი 1:2
გოლები: 0:1 მორალესი (26), 1:1 მეჰმედი (63), 1:2 კოენი (73)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი (82. ჰავერტცი), თაა, დრაგოვიჩი, და კოშტა (46. ვენდელი) - ბაუმგარტლინგერი (46. ბრანდტი), არანგისი - ჩალჰანოღლუ, კამპლი - მეჰმედი, ჩიჩარიტო.
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, როჯერი, ტისერანდი - ჰადერგონაი, მორალესი, კოენი, ზუტნერი - გროსი (75. კიტელი), ლესკანო (75. ჰინტერზეერი), იუნგი (91. ლეველსი).
გაძევება: არანგისი (49)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 5(3)-17(7); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 25 075

ბომბარდირები:
16 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
12 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
11 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
9 ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)

მომდევნო ტური
20 დეკემბერი:
დორტმუნდი-აუგსბურგი, გლადბახი-ვოლფსბურგი, ჰამბურგი-შალკე, აინტრახტი-მაინცი;

21 დეკემბერი:
ბაიერნი-ლაიპციგი, ჰერტა-დარმშტადტი, კიოლნი-ლევერკუზენი, ინგოლშტადტი-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-ვერდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული