აკაკი გოგიას თანაგუნდელი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას დაჭრეს

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ვისბადენში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დრეზდენის "დინამოს" ფეხბურთელი მარკ ვახსი დაჭრეს. ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.

დამნაშავემ სროლა თამბაქოს ნაწარმის კიოსკთან გახსნა, რის შედეგადაც კიოსკის მეპატრონე, ფეხბურთელის დეიდა ადგილზე გარდაიცვალა, მისი ქმარი კი დაიჭრა.

თავად 21 წლის მცველი საავადმყოფოში დაჭრილი გადაიყვანეს და როგორც იუწყებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დრეზდენის "დინამოს" ღირსებას გერმანიის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული