შესაბამისად, კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი რესპონდენტი გახლდათ და მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმაც რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
მან უპასუხა შეკითხვასაც, თუ რა დოზით დარჩა ხოსეპ გვარდიოლას "მარცვლები" ანჩელოტის "ბაიერნში": "ვიტყოდი, რომ ეს ორივეს გუნდია. პეპის ხელში კლუბი ძალიან წარმატებულად გამოდიოდა, როგორც გერმანიის, ასევე ევროპის მასშტაბით. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიჯრით სამი ნახევარფინალი დიდი მიღწევაა და ჩემი მიზანიც წარმატებულად მუშაობაა.
ხოლო, თუ
"პაპა კარლოს" ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან "ბაიერნმა" ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ წლის მიწურულს რეკორდმაისტერი ნელ-ნელა დაიქოქა. ანჩელოტის აქტიურ დამცველთა რიგებში მოწინავე პოზიციებზე ვხედავდით სატუსაღოდან მობრუნებულ და გუნდის სათავეში დაბრუნებულ ული ჰიონესს, მიუნხენელთა პრეზიდენტს.
"მას მერე, რაც ის დაბრუნდა, "ბაიერნი" იგებს და მე ეს მომწონს. ჩვენ ერთად ვისადილეთ და იგი ჩემდამი ძალიან თბილად არის განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ჰიონესი გუნდს დაეხმარება და ისევ ბევრ კარგს გააკეთებს "ბაიერნისთვის". ული აქ ყველას უყვარს. ის და კარლ-ჰაინც რუმენიგე შინაური ხალხია.
"ბაიერნში" ახლა ფინანსური მდგომარეობაც უფრო გამართულია, რადგან აქ მუშაობენ გუნდები, რომლებმაც იციან, როგორ მართონ კლუბი. მაგალითად, რუმენიგემ ცოტა ხნის წინ რობერტ ლევანდოვსკის უთხრა, რომ ის ორ გოლს გაიტანდა და ლევანდოვსკიმაც დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ რუმენიგეს ვთხოვე, რომ ხშირად გაესაუბროს ხოლმე რობერტს" - ღიმილით აღნიშნა ანჩელოტიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"