"ტოტენჰემმა" ჰარი კეინის ჰეთ თრიკის წყალობით 4:0 გაანადგურა "ვესტ ბრომვიჩი".
ლიდერმა "ჩელსიმ" სტუმრად 3:0 მოუგო ჩემპიონ "ლესტერს". დუბლი შეასრულა მარკო ალონსომ, კიდევ ერთი გოლიც ესპანურია, ის პედრომ გაიტანა.
დიდი ანგარიშით მოიგო "არსენალმაც", რომელმაც სტუმრად 4:0 დაამარცხა "სუონსი". თითო გოლი გაიტანეს ოლივიე ჟირუმ და ალექსის სანჩესმა, ორიც კი უელსელებმა საკუთარ კარში შეაგდეს.
სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ მარკო არნაუტოვიჩის დუბლს.
შაბათი. 14 იანვარი
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 4:0
გოლები: 1:0 კეინი (12), 2:0
ბარნლი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბარტონი (78)
ჰალი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 0:1 სტანისლასი (3-პენ), 1:1 ა. ერნანდესი (32), 2:1 ა. ერნანდესი (50), 3:1 მინგსი (62 ს. კ.)
სანდერლენდი-სტოკი 1:3
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (15), 0:2 არნაუტოვიჩი (22), 0:3 კრაუჩი (34), 1:3 დეფო (40)
სუონსი-არსენალი 0:4
გოლები: 0:1 ჟირუ (37), 0:2 კორკი (54 ს. კ.), 0:3 ნოუთონი (67. ს. კ.), 0:4 ა. სანჩესი (73)
უოტფორდი-მიდლსბრო 0:0
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 3:0
გოლები: 1:0 ფეგული (68), 2:0 ქეროლი (79), 3:0 ლანსინი (86)
ლესტერი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 ალონსო (6), 0:2 ალონსო (51), 0:3 პედრო (71)
კვირა. 15 იანვარი
ევერტონი-სიტი 17:30
მანჩესტერი-ლივერპული 20:00
1. ჩელსი - 52 ქულა; 2. ტოტენჰემი - 45; 3. არსენალი - 44; 4. ლივერპული - 44; 5. სიტი - 42.