ხოსეპ გვარდიოლას "სიტიმ" ორ-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" დაუზავდა - 2:2. ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მეკარე უგო ლორისის შეცდომებით ლეროი სანემ და კევინ დე ბრუინმა ისარგებლეს.
მაგრამ ჯერ დელე ალიმ გაქვითა ერთი გოლი, შემდეგ კი კორეელმა სონმა ლონდონელებს ქულა გადაურჩინა.
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერი" სტუმრად "სტოკთან" 94-ე წუთზე გადაურჩა მარცხს - 1:1. ხუან მატამ საკუთარი დალაშქრა, მაგრამ უეინ რუნიმ "მანჩესტერი" მარცხისგან იხსნა.
რუნი ამ გოლით
"ლივერპულმა" მოულოდნელად "ენფილდზე" აუტსაიდერ "სუონსისთან" წააგო - 2:3. მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა რობერტო ფირმინომ, ხოლო სტუმრებში - ფერნანდო ლორენტემ. ასე რომ, გადამწყვეტი ისლანდიელი გილფი სიგურდსონის გოლი გამოდგა.
შაბათი. 21 იანვარი
ლივერპული-სუონსი 2:3
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (48), 0:2 ფ. ლორენტე (52), 1:2 ფირმინო (55), 2:2 ფირმინო (69), 2:3 სიგურდსონი (74)
ბორნმუთი-უოტფორდი 2:2
გოლები: 0:1 კაბასელე (24), 1:1 კინგი (48), 1:2 დინი (64), 2:2 აფობე (82)
კრ. პალასი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 კოულმენი (87)
მიდლსბრო-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 0:1 კეროლი (9), 1:1 სტუანი (27), 1:2 კეროლი (43), 1:3 კალერი (94)
სტოკი-მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 მატა (19 ს. კ.), 1:1 რუნი (94)
ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 ფლეტჩერი (30), 2:0 ბრანტი (36)
სიტი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 სანე (49), 2:0 დე ბრუინი (54), 2:1 ალი (58), 2:2 სონი (77)
კვირა. 22 იანვარი
საუთჰემპტონი-ლესტერი 16:00
არსენალი-ბარნლი 18:15
ჩელსი-ჰალი 20:30
1. ჩელსი - 52 ქულა; 2. ტოტენჰემი - 46; 3. ლივერპული - 45; 4. არსენალი - 44; 5. სიტი - 43.