"ლესტერის" ფორვარდმა კლაუდიო რანიერის მოღალატე უწოდა

AutoSharing Option
"ლესტერის" ფორვარდმა ლეონარდო ულოამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის მოღალატე უწოდა.

ულოა აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ კლუბმა ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გაყიდა.
ფორვარდმა განაცხადა, რომ "ლესტერის" ფორმას აღარ მოირგებს. ამის შესახებ მან "ტვიტერში" დაწერა.

"ლესტერის" ფანების პატივისცემის მიუხედავად, ვგრძნობ, რომ კლაუდიო რანიერიმ მიღალატა, ხოლო კლუბმა იმედი გამიცრუა. არასდროს ჩავიცვამ ამ გუნდის ფორმას", - აღნიშნა ულოამ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ულოას ამ განცხადების მიზეზი "ლესტერის" უარი გახდა "სანდერლენდის" ან "ალავესის" შეთავაზებაზე, რომლებიც ფეხბურთელის გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულები.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფორვარდმა
პრემიერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფული მოგინდა ბიჭუნი აწი მემგონი დინამო ტუ მიგიწვევს რანიერი რო არ ყოფილიყო შე საცოდავო სად იქნებოდი კაცმა არ იცის
fuli baba
06:26 01-02-2017
0

სიახლეები პოპულარული