"იოზილზე ხელის შეწმენდა ძალიან ადვილია, როდესაც გუნდის საქმე ცუდად მიდის. არადა, ეს უსამართლობაა. დიახ, ის მართლაც არ არის ფორმის პიკზე, მაგრამ ალექსის სანჩესს თუ არ ჩავთვლით, ვინ არის ახლა საუკეთესო ფორმაში? "მეთოფეების" სხვა ფეხბურთელებიც მოიკოჭლებენ. მესუთის დადანაშაულება კი იოლია, რადგან მას ისეთი სათამაშო სტილი
თანაგუნდელები გაუთავებლად უნდა მოძრაობდნენ და იხსნებოდნენ, რომ მან მათთვის მომენტის შექმნა შეძლოს. ის იმ ტიპის ფეხბუთელი არ გახლავთ, რომელიც ყოველთვის თავისით გააკეთებს ყველაფერს. მოთამაშეებს ხშირად აკრიტიკებენ მნიშვნელოვან შეხვედრებში ნაჩვენები თამაშების მხრივ, მაგრამ მაშინ მთლიანად "არსენალზე" რა ვთქვათ"?
"მანჩესტერის" ყოფილმა ვარსკვლავმა არსენ ვენგერი მეტად დაადანაშაულა "მეთოფეთა" ჩავარდნაში:
"ვენგერის გუნდს უშუალო კონკურენტებთან ცუდი შედეგები აქვს და ეს მხოლოდ იოზილის ბრალი როგორ არის? სექტემბერში "ჩელსისთან" მატჩს თუ არ ჩავთვლით, "არსენალმა" დამაჯერებლად ვერც ერთი სხვა პრინციპული შეხვედრა ვერ ჩაატარა. ჯოხის იოზილზე გადატეხა კი არასწორია. პირიქით, კლუბმა მას ახალი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს, რადგან მესუთი ტოპ-კლასის მოთამაშეა და ასეთი ფეხბურთელი "მეთოფეებს" ძალიან სჭირდებათ" - თქვა ფერდინანდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"