"ლინკოლნ სიტიმ" ეს შეძლო სტუმრად "ბარნლის" დამარცხებით. "ჩელსის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ასეთი რამ იტალიაში უბრალოდ გამორიცხულია, რომ მოხდეს. სხვათა შორის, კონტეს "ჩელსიც" გავიდა მეოთხედფინალში, ისევე, როგორც აიტორ კარანკას "მიდლსბრო". აი, პეპ გვარდიოლას "სიტის" კი გადათამაშება ელის, რადგან "ჰადერსფილდს" ვერ მოუგო.
პეპმა, რა გიკვირთ, ეს გუნდი ჩემპიონშიპში ერთ-ერთი
ძნელი წარმოსადგენია, რას იზამდა ჟოზე მოურინიო "მანჩესტერში", რომ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. სწორედ შვედმა მოაგებინა ჩემპიონშიპის მაჩანჩალასთან "იუნაიტედს" და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ლონდონურ დერბიში ჰარი კეინის ჰეთ თრიკი "ტოტენჰემს" "ფულჰემის" იოლად დასაძლევად ეყო. კეინი კი თამაშის შემდეგ წუხდა, ერთი ამდენის გატანა კიდევ შეგვეძლოო.
გუშინ მეოთხედფინალის კენჭისყრაც გაიმართა - თასის მფლობელ "იუნაიტედს" არ გაუმართლა, მოუს გუნდი ჩემპიონატის ლიდერ "ჩელსის" გადაეყარა. "ტოტენჰემი" "მილუოლს" შეხვდება, "მიდლსბრო" "ჰადერსფილდისა" და "სიტის" შორის გამარჯვებულს, სენსაცია "ლინკოლნი" დღევანდელ თამაშს დაელოდება "სატონსა" და "არსენალს" შორის.
V რაუნდი
ბარნლი-ლინკოლნი 0:1
გოლი: 0:1 რაგეტი (89)
მიდლსბრო-ოქსფორდი 3:2
გოლები: 1:0 ლიდბიტერი (26-პენ), 2:0 ჟესტედი (34), 2:1 მაგუაიერი (64), 2:2 მარტინესი (65), 3:2 სტუანი (86)
ჰადერსფილდი-სიტი 0:0
მილუოლი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 ქამინგსი (90)
გაძევება: კუპერი (52. მილუოლი)
ვულვზი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 პედრო (65), 0:2 დ. კოშტა (89)
ფულჰემი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (16), 0:2 კეინი (51), 0:3 კეინი (73)
ბლექბერნი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 1:0 გრემი (17), 1:1 რაშფორდი (27), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (75)
ორშაბათი. 20 თებერვალი
სატონი-არსენალი 23:55
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"