"ლესტერმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ინგლისურმა "ლესტერ სიტიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მიიღო. "ლესტერი" ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ რანიერიმ "ლესტერი" 2015 წლის ივლისში ჩაიბარა და ეს კლუბი ისტორიაში პირველად გახადა პრემიერლიგის ჩემპიონი. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც მეტოქედ ესპანური "სევილია" ერგო. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ესპანეთში ანდალუსიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ფიფამ რანიერი 2016 წლის
საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეთი დაუფასებლობა ადამინის მიმართ არ ვიცი, ჩემოპიონი გახადა, პირველად ისტორიაში ლიგის პლეოფში გაიყვანა და 2-1 სტუმრად წაგებული თამაშის მერე საპასუხო მატჩიც არ აცალეს.სევილი კარგი 2 ანია ) და ლესტერის გავარდნა ჩემპიონშიფში )
dato
15:32 25-02-2017
0
მართლა ვერ არიან კარგად კლუბის ხელმძღვანელობა - მაგრამ მეორეს მხრივ რანიერმაც შეცდომა დაუშვა რომ მაგ კლუბში დარჩა - ესეთი პატარა კლუბებისთვის ერთნაირად საშინაო ჩემპიონატი და ლიგა დიდი ტვირთიახოლმე
brola*
20:46 24-02-2017
0

სიახლეები პოპულარული