პრემიერლიგა. XXVII ტური: იურგენ კლოპმა არსენ ვენგერს დუელი ისევ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
4 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" შედგა, სადაც იურგენ კლოპის "ლივერპულმა" 3:1 მოუგო არსენ ვენგერის "არსენალს" და მესამე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
პირველ ტაიმში რობერტო ფირმინომ და სადიო მანემ გამოიჩინეს თავი. მეორეში "არსენალმა" დენი უელბეკის წყალობით, ერთი გაქვითა, მაგრამ მატჩის მიწურულს ჟორჟინიო ვეინალდუმმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, რაც "ლივერპულის" თავკაცი ვ
არ, თუ მეტოქის სიძლიერეს გავითვალისწინებთ. "ლესტერთან" მარცხის მერე გასახდელში მძიმე საუბარი გვქონდა. ის მატჩი გავაანალიზეთ, რაც არ იყო სასიამოვნო საქმე. დღეს თავის გამოჩენის შანსი მოგვეცა და გუნდმა ეს გამოიყენა. ვიცით, რაზე მოგვიწევს მუშაობა მომავალში".

მას მერე, რაც კლაუდიო რანიერი მოხსნეს, ჩემპიონმა "ლესტერ სიტიმ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, "მელიებმა" "ლივერპულს" "ჰალ სიტი" მიაყოლეს - 3:1. ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა რიად მაჰრეზმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1:1 ითამაშა "ბორნმუთთან". ჟოზე მოურინიოს გუნდი მარკოს როხომ დააწინაურა, თუმცა ჯოშუა კინგმა პენალტით გაათანაბრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერმა" ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს უმრავლესობაში დარჩა. მეორე ტაიმში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა.

შაბათი. 4 მარტი
მანჩესტერი-ბორნმუთი 1:1
გოლები: 1:0 როხო (23), 1:1 ჯ. კინგი (40-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: იბრაჰიმოვიჩი (72. მანჩესტერი)
გაძევება: სურმანი (45. ბორნმუთი)

ლესტერი-ჰალი 3:1
გოლები: 0:1 კლუკასი (14), 1:1 ფუხსი (27), 2:1 მაჰრეზი (59), 3:1 ჰადლსტოუნი (90 ს. კ.)

სტოკი-მიდლსბრო 2:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (29), 2:0 არნაუტოვიჩი (42)

სუონსი-ბარნლი 3:2
გოლები: 1:0 ფ. ლორენტე (12), 1:1 გრეი (20), 1:2 გრეი (61), 2:2 ოლსონი (69), 3:2 ფ. ლორენტე (92)

უოტფორდი-საუთჰემპტონი 3:4
გოლები: 1:0 დინი (4), 1:1 ტადიჩი (28),1:2 რედმონდი (45), 2:2 ოკაკა (79), 2:3 გაბიადინი (83), 2:4 რედმონდი (86), 3:4 დუკურე (94)

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 0:2
გოლები: 0:1 ზაჰა (55), 0:2 თაუნსენდი (84)

ლივერპული-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 ფირმინო (9), 2:0 მანე (40), 2:1 უელბეკი (57), 3:1 ვეინალდუმი (91)

კვირა. 5 მარტი
ტოტენჰემი-ევერტონი 17:30
სანდერლენდი-სიტი 20:00

ორშაბათი. 6 მარტი
ვესტ ჰემი-ჩელსი 23:59

1. ჩელსი - 63 ქულა; 2. ტოტენჰემი - 53; 3. ლივერპული - 52; 4. სიტი - 52; 5. არსენალი - 50.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული