"მანჩესტერ სიტი": ვის გაუშვებს ზაფხულში პეპ გვარდიოლა?

AutoSharing Option
* "სიტი" შეიძლება 18-მა ფეხბურთელმა დატოვოს.

პეპ გვარდიოლას პირველი სეზონი ინგლისში ჯერ არ ქცეულა ნამდვილ კატასტროფად, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, თუ "სიტი" ვერ მოხვდება ინგლისის ჩემპიონატის პირველ ოთხეულში და ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

ის მაინც არ იქნება განსაკუთრებულად წარმატებული, რადგან ერთადერთი ჯილდო, რომლისთვისაც გუნდი ჯერაც იბრძვის, ინგლისის თასია.
გარდაქმნები, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება, იმის მიუხედავად, რა მოხდება სეზონის ბოლოს.

გვარდიოლასაგან დიდ წმენდას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ელოდნენ, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. მან ტრანსფერებში 170 მილიონ
ევროზე მეტი დახარჯა, მაგრამ თითქმის არავინ გაუყიდია. მომავალ ზაფხულს მას აუცილებლად მოუწევს ამის გაკეთება.

სხვადასხვა ექსპერტის შეფასებით, გუნდი შეიძლება 18-მა(!) ფეხბურთელმა დატოვოს. დღეს ვისაუბროთ იმ ვარსკვლავებზე, რომლებიც შეიძლება სექტემბერში მანჩესტერში ვეღარც კი ვნახოთ.

სერხიო აგუერო
სულაც არ არის ფაქტი, რომ არგენტინელი ვარსკვლავი წავა, მაგრამ ამის თაობაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. გარედან ისე ჩანს, რომ გვარდიოლას და არგენტინელ მეგაფორვარდს მთლად იდეალური ურთიერთობა არ აქვთ.

ისინი ზოგჯერ მინდორზე ეხუტებიან ერთმანეთს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პეპისათვის, სათადარიგოთა სკამზე დაესვა აგუერო მას შემდეგ, რაც "სიტიში" ჟესუსი მივიდა. ფაქტია ისიც, რომ არგენტინელი ბოლომდე ვერ ჯდება გვარდიოლას სქემაში. ეს სიტუაცია კი შეიძლება რომელიმე გრანდმა გამოიყენოს, მაგალითად, "რეალმა".

იაია ტურე
ფეხბურთელის აგენტი უკვე ძალიან დიდი ხანია ირწმუნება, რომ მისი კლიენტი "სიტის" ტოვებს. აფრიკელი ვარსკვლავი ჯერ კიდევ იქაა, მაგრამ როგორც ჩანს, წასვლის დრო მოვიდა. ტურეს კლუბთან კონტრაქტი უსრულდება და ალბათ, არ მოიძებნება "სიტიში" ადამიანი, ვისაც თავში მისი გაგრძელების იდეა მოუვა. ალბათ, მოვიდა დრო, იაია შედარებით სუსტ ჩემპიონატში გადავიდეს.

ვენსან კომპანი
ძალიან საწყენი ისტორიაა. როგორც ჩანს, ტრავმებმა საბოლოოდ გააფუჭა ამ შესანიშნავი მცველის წლევანდელი სეზონი. ტრავმა და კომპანი განუყოფელნი არიან.

საბალეტა, სანია, კლიში
თუ ამ ფეხბურთელების ასაკს გადავხედავთ, სულაც არ უნდა იყო გვარდიოლა, რომ ცვლილებების აუცილებლობაში დარწმუნდე. კოლაროვმა საკუთარ თავში ცენტრალური მცველის თვისებები აღმოაჩინა და დიდი ნაბიჯი გადადგა დარჩენისაკენ. სამივე ამ ფეხბურთელს უსრულდება კონტრაქტი და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის აღარ გაგრძელდება. ეგაა, საბალეტა უკვე ცხრა წელია კლუბში და მის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

ხესუს ნავასი
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი უსრულდება და მისი გაგრძელების არანაირი შანსი არ არსებობს. გვარდიოლას სათამაშო სისტემისათვის ნავასი ძალიან ერთფეროვანი ფეხბურთელია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დროს რეაქტიული ვინგერი უკვე 32 წლისაა.

ჰარტი, ნასრი, მანგალა, ბონი, დენაიერი
გასულ ზაფხულს გვარდიოლამ ეს ფეხბურთელები იჯარით გაუშვა. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ მომავალში სასტარტო შემადგენლობაში ეხილა. ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული ამ ჩამონათვალში დენაიერია, მაგრამ მასაც ძალიან მცირე შანსი აქვს. ჰარტი "ტორინოში" საკმაოდ წარმატებული კარიერის შემდეგ, ალბათ, იპოვის ინგლისურ კლუბს. "სევილიას" ერთ-ერთ ლიდერ ნასრიზე ალბათ, იქნება მოთხოვნა ევროპაში.

ათლეტურ და ფიზიკურად ძლიერ მანგალას ჯერაც აქვს ტოპ-მცველად ჩამოყალიბების შანსი, ოღონდ მის მწვრთნელს პეპ გვარდიოლა არ უნდა ერქვას. რაც შეეხება უილფრიდ ბონის, ის აგუეროსთან კი არა, უკვე გაცილებით მოკრძალებულ ფორვარდებთანაც კი აგებს კონკურენციას.

ბონისათვის იდეალური ვარიანტი რომელიმე ჩინურ კლუბში გადაბარგებაა, სადაც ის კარგად გამოიმუშავებს.

Sportall.Ge

კაბალიერო, ფერნანდო, დელფი, იჰეანაჩო
ამ ფეხბურთელებს, მათი ასაკის გათვალისწინებით, სისტემატური სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. ისინი ამას "სიტიში" ვერ მიიღებენ.

სატრანსფერო მიზნები
უკვე ასახელებენ ფეხბურთელებს, რომლებიც პეპ გვარდიოლას ობიექტივში არიან მოქცეულნი. ესენი არიან: მეკარე მორაეში, კიმიხი, როუზი, ლაპორტი, ალექსის სანჩესი, ბონუჩი, ბელერინი, "მონაკოს" მთელი რიგი ფეხბურთელები...

მოკლედ, "სიტიში" ძალიან საინტერესო პროცესებია მოსალოდნელი. ფაქტია: ინგლისურ კლუბს ძალიან ცხელი ზაფხული ელის. გვარდიოლა გარდაქმნებს იწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიტიდან მართლა ბევრია წასასვლელი გუნდი უნდა გაახალგაზრდავდეს დე ბრუინი სტერლინგი ჟესუსი სანე და მონაკოდან მენდი ან ბაკაიოკო
zura
23:47 25-03-2017
0
არ მევასება ეს კაცი და რა ვქნა, ბარსაში მესისთან ერთად ყველა ვხედავთ, რომ ენრიკეც მაგარი სჩანს, მაგარია მესი და არა გვარდიოლა, ბავარია გადააგვარა, ახლა სიტიშიც იგივეს იზამს. როდის ვნახავ ნამდვილ, გერმანულ ბავარიას?
Bavaria
22:40 21-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული