ლონდონში "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. სხვა თამაშებში "ბორნმუთმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "მიდლსბრო" - 4:0, ხოლო "ჰალ სიტიმ" 2:0 დაამარცხა "უოტფორდი".
"სუონსიმ" ფერნანდო ლორენტესა და თომას კეროლის გოლებით დაამარცხა "სტოკ სიტი", რომლის რიგებშიც მარკო არნაუტოვიჩმა ვერ გაიტანა პენალტი.
შაბათი. 22 აპრილი
ბორნმუთი-მიდლსბრო 4:0
გოლები: 1:0 კინგი (2), 2:0 აფობე (16), 3:0 პიუ (65), 4:0 დენიელსი (70)
გაძევება: გ. რამირესი (20. მიდლსბრო)
ჰალი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 მარკოვიჩი (62), 2:0 კლუკასი (71)
სუონსი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 ფ. ლორენტე (10), 2:0 კეროლი (70)
გამოუყენებელი პენალტი: არნაუტოვიჩი (69. სკოკი)
ვესტ ჰემი-ევერტონი 0:0
კვირა. 23 აპრილი
ბარნლი-მანჩესტერი 17:15
ლივერპული-კრ. პალასი 19:30
სამშაბათი. 25 აპრილი
ჩელსი-საუთჰემპტონი 22:45
1. ჩელსი - 75 ქულა; 2. ტოტენჰემი - 71; 3. ლივერპული - 66; 4. სიტი - 64; 5. მანჩესტერი - 60.