ჯონ ტერი: შეიძლება, ბოლო მატჩი ვითამაშე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ჯონ ტერის სიყვარულის ისტორია დასასრულს რომ მიუახლოვდა, მშვენივრად მოგეხსენებათ. კაპიტანი და ლეგენდა "სტემფორდ ბრიჯს" ტოვებს და შესაძლოა, საერთოდ ფეხბურთიდანაც წავიდეს... აქამდე ვიცოდით, რომ ტერის კარიერის გაგრძელება სურდა, თავადვე თქვა, ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ 2-3 წელი შემიძლიაო.

თუმცა ახლა ირკვევა, რომ 36 წლის მცველმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე დაიწყო ფიქრი. "ჩელსიში" პოსტს მას ახლავე სთავაზობენ. "უოტფორდთან" შეხვედრაში (4:3) მან გოლიც კი გაიტანა და თავისი, უკვე ჩემპიონის რანგში მოთამაშე გუნდი დააწინაურა. "ლურჯებს" უკანასკნელ ტურში "სანდერლენდთან" საშინაო შეხვედრა და
მერე, 27 მაისს "უემბლიზე" "არსენალთან" ასოციაციის თასის ფინალი ელით.

"არ გამოვრიცხავ, რომ კვირას ჩემი ბოლო მატჩი ჩავატარე და ფეხბურთიდან წავიდე… ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. დაველოდები შემოთავაზებებს, როგორც ინგლისიდან, ასევე უცხოეთიდან. შემდეგ ოჯახთან ერთად დავსხდებით და ყველაფერს კარგად მოვიფიქრებთ" - თქვა ტერიმ, რომელსაც "ჩელსიში" დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და გუნდის მაისურით 716 მატჩი ჩაატარა, აქედან 579 კაპიტნის რანგში.

"ის დიდებული პიროვნება და ფეხბურთელია. ტერი ძალიან დამეხმარა და მას კლუბში უდიდესი როლი უჭირავს, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. მან ფანტასტიკურად ითამაშა, მშვენიერი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ კიდევ ბევრი შეუძლია" - თქვა ლონდონელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ.

ჯონმა "ჩელსისთან" ერთად მეხუთედ მოიგო პრემიერლიგა. მას კლუბთან ერთად ასევე მოგებული აქვს - ასოციაციის თასი (5-ჯერ), ლიგის თასი (3), ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯონი მართლაც ლეგენდა არ ვარ ჩელსის გულშემატკივარი მარა ამაყი ვარ როდესაც მას შევხვდი გასულ წელს, ის მართლაც კაპიტანია.
GiGA
17 მაისი 2017 23:12
0
ჯონი მართლაც ლეგენდა არ ვარ ჩელსის გულშემატკივარი მარა ამაყი ვარ როდესაც მას შევხვდი გასულ წელს, ის მართლაც კაპიტანია.
Giga
17 მაისი 2017 23:12
0
ჯონ ტერი დიდი კაპიტნების სიაშია.
სოსო
17 მაისი 2017 20:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული