თუმცა ახლა ირკვევა, რომ 36 წლის მცველმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე დაიწყო ფიქრი. "ჩელსიში" პოსტს მას ახლავე სთავაზობენ. "უოტფორდთან" შეხვედრაში (4:3) მან გოლიც კი გაიტანა და თავისი, უკვე ჩემპიონის რანგში მოთამაშე გუნდი დააწინაურა. "ლურჯებს" უკანასკნელ ტურში "სანდერლენდთან" საშინაო შეხვედრა და
"არ გამოვრიცხავ, რომ კვირას ჩემი ბოლო მატჩი ჩავატარე და ფეხბურთიდან წავიდე… ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. დაველოდები შემოთავაზებებს, როგორც ინგლისიდან, ასევე უცხოეთიდან. შემდეგ ოჯახთან ერთად დავსხდებით და ყველაფერს კარგად მოვიფიქრებთ" - თქვა ტერიმ, რომელსაც "ჩელსიში" დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და გუნდის მაისურით 716 მატჩი ჩაატარა, აქედან 579 კაპიტნის რანგში.
"ის დიდებული პიროვნება და ფეხბურთელია. ტერი ძალიან დამეხმარა და მას კლუბში უდიდესი როლი უჭირავს, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. მან ფანტასტიკურად ითამაშა, მშვენიერი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ კიდევ ბევრი შეუძლია" - თქვა ლონდონელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ.
ჯონმა "ჩელსისთან" ერთად მეხუთედ მოიგო პრემიერლიგა. მას კლუბთან ერთად ასევე მოგებული აქვს - ასოციაციის თასი (5-ჯერ), ლიგის თასი (3), ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"