ანტონიო კონტე ვირხილს თავისი იდეებითა და გეგმებით აბრუებს და კარგ წინამძღოლობას ჰპირდება, თანაც, უკვე ჩემპიონის სტატუსით ესაუბრება. ვან დეიკს არ ეშვება ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანიც და მას "ევერტონში" ექაჩება.
მოკლედ, "საუთჰემპტონს", ერთი მხრივ, გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნება-გაყიდვა აქვს სანერვიულო და საფიქრალი და მეორე მხრივ, მწვრთნელის თაობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მართალია, ეს ერთგვარი და მორიგი გარდამავალი სეზონი გახლდათ გუნდისთვის, ამდენი მოთამაშის წასვლის გათვალისწინებით, მაგრამ კლოდ პუელის მუშაობით ყველა ბოლომდე კმაყოფილი როდია. ფრანგმა კლუბს ლიგის თასი კინაღამ მოაგებინა, მაგრამ პრემიერლიგური შედეგი არც ისე კარგი აქვს. ამიტომაც სპეციალური შეხვედრაა ჩანიშნული, რომელზეც ყველაფერზე დეტალურად იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ეს იმ კვირაში მოხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"