პირველ სეზონში მის მიერ გატანილი ექვსი გოლიდან ბოლო კრიშტიანო რონალდომ "მილუოლს" შეუგდო. ეს მოხდა ინგლისის თასის ფინალში. შესვენებამდე ერთი წუთით ადრე მან გარი ნევილის პასის შემდეგ თავით აიღო მოწინააღმდეგის კარი. მეტი კრიშტიანოს აღარ გაუტანია.
სამაგიეროდ, მან მთელი შეხვედრის განმავლობაში პირდაპირ გააწამა მოწინააღმდეგის ირლანდიელი მცველი რაიანი. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე "მილუოლის" მწვრთნელმა, დენის უაიზმა ირლანდიელი შეიცოდა და შეცვალა. ამ
"პირველად ცხოვრებაში გამიხარდა, რომ შემცვალეს." - თქვა იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ მცველმა.
2003 წლის აგვისტოში კი "ჟოზე ალვალადეზე" "მანჩესტერი" ამხანაგურ მატჩში ეთამაშებოდა "სპორტინგს". როი კინმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ჯონ ოშის, ვინც კრიშტიანოს მეურვეობდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. მას თავბრუ დაეხვა. გასახდელში ბატმა, სქოულზმა და რიომ ფერგიუსონს უთხრეს, რომ სერიოზულად ეზრუნა ამ ბიჭის გადმობირებაზე. ბოსმა თქვა, რომ ის საქმის კურსშია.
მან გუნდის ადმინისტრატორი მორგანი ვიპლოჟაში გაგზავნა და უბრძანა, პიტერ კენიონისათვის დაეძახებინა. "ჩვენ ამ ბიჭის გარეშე არ წავალთ ამ სტადიონიდან" - უთხრა ფერგიუსონმა კენიონს. "გასაგებია, მაგრამ "რეალი" მის სანაცვლოდ რვა მილიონ გირვანქას იხდის" - თქვს კენიონმა. "მაშინ, ცხრა მილიონი შესთავაზეთ" - დაბეჭდა ფერგიმ.
როდესაც კრიშტიანო მანჩესტერში ჩავიდა, ის ასე ფიქრობდა: ვნახავ ბაზას და სტადიონს, ერთი წლით ისევ სამშობლოში დამტოვებენ, რამეს მოვიგებ "სპორტინგთან" ერთად, მერე კი ინგლისში დავბრუნდები და ენაც მეცოდინებაო.
"სპორტინგის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს მისი დიდი იმედი ჰქონდა. როცა კრიშტიანომ სერ ალექსს ჰკითხა, თუ როდის უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, მან უპასუხა, რომ რონალდოს ახლავე უნდა შეევსო "იუნაიტედის" რიგები. დილით ბაზაზე ჯონ ოშიმ ხუმრობით საკომისიო თანხა მოსთხოვა კრიშტიანოს ტრანსფერისათვის. ვარჯიშის შემდეგ კი ბიჭი პორტუგალიაში გაფრინდა, რათა პირადი ნივთები წამოეღო თავდაპირველად მანჩესტერში" მხოლოდ რამდენიმე დღით ჩასულს.
პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერი" "ბოლტონს" შეხვდა. კრიშტიანო თავიდან სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ალისფერი მაისურა ჩაიცვა და ტუჩებს ნერვულად დაუწყო კვნეტა.
ის თავიდანვე გაბედულად ჩაერთო თამაშში და იმდენს მიაღწია, რომ კევინ ნოლანმა საჯარიმოში მოცელა. ვან ნისტელროიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, მაგრამ შემდეგ შეტევაში მისი ჩაწოდებით რაიან გიგზმა შეაგდო. რონალდომ პირდაპირ გაამასხარავა "ბოლტონის" მცველები, ისინი კი გაუთავებლად უხეშობდნენ. კრიშტიანო მათ ახალი ფინტებით პასუხობდა.
თავდაპირველად რონალდო ხშირად ერთობოდა ზედმეტი ინდივიდუალიზმით და ეცემოდა მინდორზე. ეს სერ ალექსს აბრაზებდა. "შენ სულ ეცემი. მსაჯები მიეჩვივნენ ამას და ისინი ჯარიმას არ აფიქსირებენ. უკვე ქომაგები სტვენენ, როცა ბურთს იღებ." - უთხრა მწვრთნელმა შეგირდს.
ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანომ ისევ საკუთარ თავზე ააგო თამაში. 2005/06 წლების სეზონში "იუნაიტედი" "ბენფიკასთან" დამაცხდა. "რა თამაში წამოიწყე? მარტო თუ გინდოდა მოგება, იცოდე, რომ ასე ვერასდროს ვერაფერს მოიგებ. შენ ვერასოდეს გახდები დიდი ფეხბურთელი, თუ ასე ითამაშებ." - უთხრა ფერგიმ ბიჭს. რონალდო ატირდა.
პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ ვან ნისტელროიმ კრიშტიანოს მწარედ ჩაარტყა ვარჯიშზე. ჰოლანდიელი არ მალავდა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელით უკმაყოფილო იყო: "მე მას ვერაფერი გავუგე. ის საჯარიმოში არ მაწოდებს ბურთს" - ამბობდა რუდი. ეს ნათქვამი იყო და, "ჩარლტონთან" შეხვედრაში ფერგიუსონმა ძირითად შემადგენლობაში ჰოლანდიელის ნაცვლად ჯუზეპე როსი დააყენა, სულ მალე კი ნისტელროი "რეალში" გაუშვა.
"მანჩესტერის" ვარჯიში მორჩა. კრიშტიანო კლუბის თანამშრომელთან მივიდა და ათი ბურთი მოსთხოვა. ამის შემდეგ ის ვან დერ სარს მიადგა და სთხოვა, კარში დამდგარიყო. კრიშტიანოს დარტყმის დაყენება სურდა. "კუშჩაკს სთხოვე" - უთხრა ვან დერ საარმა. "არა, მე მინდა, საუკეთესოს გავუტანო" - იყო რონალდოს პასუხი. ვან დერ სარის კარში გოლები გავიდა. მეკარე დაიღალა. "მოდი, ახლა შენ ჩააწოდე და მე ვიმუშავებ გამოსვლებზე" - სთხოვა ჰოლანდიელმა კრიშტიანოს. ამ უკანასკნელმა კი დავიღალეო და... გასახდელს მიაშურა.
ეს იყო და რონალდომ "იუნაიტედის" ფიზმომზადების მწვრთნელს მიმართა. "მინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო, ფეხბურთელი გავხდე, უნდა დამეხმაროთ". "დააკვირდი, რას აკეთებენ სხვა ფეხბურთელები ვარჯიშზე. გააკეთე ეს უფრო მეტჯერ და უკეთესად." - იყო მიკ კლეგის პასუხი. პორტუგალიელმა ეს რჩევა ბოლომდე გაითვალისწინა.
რონალდო ერთ-ერთი პირველი იყო გუნდში, ვინც საკუთარი მზარეული დაიქირავა. გარდა ამისა, მან უარი თქვა საწოლ ოთახში ტელევიზორის დადგმაზე, რათა ხელი არ შეშლოდა დასვენებაში. ის ყოველ საღამოს ძალიან ადრე იძინებდა.
მართალია, რონალდოსთან მისივე სურვილით სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ ნანი და ანდერსონი, ასევე სულ მცირე, 12 სტუმარი სულ იყო პორტუგალიიდან, მაგრამ ეს მას დასვენებაში ხელს არ უშლიდა. სახლში ელოდა არაერთი სარკე, კრიშტიანოს ოთახთან კი მისი საყვარელი მსახიობის, ჟან-კლოდ ვანდამის ფოტო.
კრიშტიანოს დედა სამი წელი ცხოვრობდა შვილთან ინგლისში და მერე მადეირაში დაბრუნდა - ორსართულიან სახლში, რომელიც შვილმა პირველი მანჩესტერული ხელფასით უყიდა. მამა კი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა მანჩესტერში. ერთხელ მას საკმარისი ფული არ ჰქონდა და შვილის მანჩესტერული მაისურა გაყიდა, რათა დასალევი ეყიდა. არადა, იმ მაისურით რონალდომ "იუნაიტედში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მამა ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა.
"უფრო დაგხვრეტ, ვიდრე გაგყიდი" - უთხრა მას ერთხელ სერ ალექსმა. ალბათ, ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ სიტყვათაგანია, რომელიც ფერგიმ ვერ შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"