ნეიმარი "მანჩესტერ იუნაიტედში"? - ნამდვილი სიგიჟე იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში ეიმედებათ, რომ 24 წლის ალვარო მორატას ტრანსფერის ამბავი კვირის ბოლომდე, ანუ იქამდე მოგვარდება, სანამ "წითელი ეშმაკები" ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე გაემგზავრებიან.

ის, რომ "მანჩესტერს" ეჩქარება, "რეალს" შანსს აძლევს, დავიდ დე ხეასთვის კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად გაიბრძოლოს. 26 წლის მეკარეს "სამეფო გუნდი" ვერ ივიწყებს და შეეცდება, მორატას ამბავი გამოიყენოს.

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის გარდა, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები "ბარსელონას" სუპერვარსკვლავის, ნეიმარის დამატებაზეც არ იტყვიან უარს. ინგლისური ჟურნალ-გაზეთების ინფორმაციით, "მანჩესტერი" და "პარი სენ-ჟერმენი" მზად არიან, ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 175 მილიონი გირვანქა
(200 მილიონი ევრო) გადაიხადონ, თუ ნეიმარი "კამპ ნოუს" დატოვებას გადაწყვეტს.

აქვე ვთქვათ, რომ "მანჩესტერს", კონკრეტულად კი, მათ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მარკ ბარტრას დამატება სურს. 26 წლის ესპანელში, რომელიც ამჟამად გერმანულ "დორტმუნდში" ბურთაობს, პორტუგალიელი სპეციალისტი დიდი თანხის გადახდისთვისაა მზად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული