"მანჩესტერმა" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონის" 24 წლის თავმდამსხმელის, რომელუ კუკაკუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

"წითელი ეშმაკების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ტრანსფერის დასრულებამდე ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება და სამედიცინო შემოწმების გავლაა დარჩენილი.

ინგლისური პრესის ცნობით, ლუკაკუ, რომლისთვისაც "ჩელსიც" იბრძოდა, "იუნაიტედში" 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავა. ამ თანხას, მომავალში, შესაძლოა, 15 მილიონი დაემატოს. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ უეინ რუნის "ევერტონში" უფასოდ დაბრუნებასაც.

ლუკაკუ "ევერტონში" 2013 წელს, "ჩელსიდან" გადავიდა. ამ კლუბის მაისურით მან 133 თამაში ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა.

გასულ
სეზონში, ლუკაკუ "ევერტონის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული