ლონდონის "ჩელსი" გერმანიის ნაკრების მცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის ჩემპიონმა ლონდონის "ჩელსიმ" "რომასა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი შეიძინა 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ეს შესანიშნავი გრძნობაა, რადგან ცოტა ფეხბურთელს უწევს ასეთ დიდ კლუბში თამაში" - განაცხადა
ტრანსფერით გახარებულმა გერმანელმა.

"ანტონიო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ის აუცილებლად დაგვეხმარება პრემიერლიგაში" - ასე შეაფასა ლონდონელთა ტექნიკურმა დირექტორმა მაიკლ ემენალომ ეს ტრანსფერი.

რუდიგერი "ჩელსიში" ორნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული