მაშ ასე, გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "ევერტონის" "ათიანი" უეინ რუნი იქნება. გასულ სეზონში "ათიანი" რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა. ახლა ბელგიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდა პრემიერლიგისთვის (როცა ორი ინგლისური კლუბი გარიგდა) სარეკორდო თანხად, ხოლო რუნი საპირისპირო მიმართულებით დაადგა ლივერპულის გზას.
13 წლის განმავლობაში რუნი გახდა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
რუნის ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, რუნიმ "კანფეტებთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
"უეინში დიდი ამბიცია დავინახე, რომელსაც მოგებულის მენტალიტეტი აქვს. მან იცის, როგორ მოვიგოთ ტიტულები. ის მხოლოდ 31 წლისაა და მის შესაძლებლობებში ეჭვიც კი არ მეპარება", - განაცხადა "ევერტონის" თავკაცმა რონალდ კუმანმა.
"ჩემი კარიერის მწვერვალი იქნება, თუკი ტიტულს მოვიპოვებთ. ძალიან მაგარია მშობლიურ კლუბში დაბრუნება. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ "ევერტონის" მაისურით. ბოლო წლებში ვამბობდი, რომ თუ "იუნაიტედს" დავტოვებდი, მხოლოდ "ევერტონში" წავიდოდი. ინგლისში სხვა გუნდში ჩემი თამაში გამორიცხულია. მინდა, "იუნაიტედში" ჩემს თანაგუნდელებს, კლუბის პერსონალსა და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა რუნიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"