მას შემდეგ, რაც უეინ რუნი "ევერტონში" დაბრუნდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი კაპიტნის დანიშვნის საჭიროების წინაშე დადგა. "წითელმა ეშმაკებმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სამკლავური აქამდე გუნდის ვიცე-კაპიტანს, მაიკლ კერიკს ანდეს.
რუნი, რომელიც "მანჩესტერში" 2004 წლიდან თამაშობდა, გუნდის პირველი კაპიტანი 2014 წლიდან იყო. სწორედ ამ დროს გახდა გუნდის ვიცე-კაპიტანი კერიკი, რომელსაც 2006 წლიდან "იუნაიტედის" მაისურით 459 თამაში აქვს ჩატარებული.